| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუშაობს მონიტორინგის სისტემის შექმნაზე, რაც უზრუნველყოფს სკოლების მუდმივ შეფასებას და მათ მხარდაჭერას მეტი განვითარებისთვის.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, მე-6 და მე-10 კლასში ჩასატარებელ გამოცედებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ცენტრალიზებული სასკოლო დამამთავრებელი გამოცდების მოხსნა არ გულისხმობს სასკოლო შეფასებების უგულვებელყოფას.
„რეალურად, მიმდინარეობს სასკოლო შეფასებების რეფორმირება იმისათვის, რომ შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული. კერძოდ, სადიაგნოსტიკო ხასიათის ცენტრალიზებული შეფასებები განხორციელდება მე-6 და მე-10 კლასის - ორი მნიშვნელოვანი სასწავლო საფეხურის ბოლოს სხვადასხვა საგანში. მისი მიზანი იქნება მეტი ინფორმაციის მიწოდება სკოლებისთვის მოსწავლეების ცოდნის, მოსწრების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და უკეთესად დაიგეგმოს სწავლა-სწავლების პროცესი. სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას კი უზრუნველყოფს თავად სკოლა“,-განაცხადა მინისტრმა.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება