სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წლის შემოდგომაზე შესაძლოა, უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსების მოდელი კანონით განისაზღვროს
19-03-2019
-
+


უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები 2020 წლიდან შევა. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რამდენი უფასო ფაკულტეტი დაფინანსდება და რა მოდელით.

ირინა აბულაძემ ასევე განაცხადა, რომ კანონში შესაძლოა, უმაღლესების საბაზო დაფინანსების მოდელის შესახებ ჩანაწერი გაჩნდეს.

„უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2019 წლის საშემოდგომო პერიოდისთვის გვინდა, რომ კანონში აისახოს ცვლილება და საბაზო დაფინანსების მოდელის ჩანაწერი გაჩნდეს. მსოფლიო ბანკთან ერთად ვამუშავებთ სხვადასხვა მოდელის დაფინანსებას. ეს გულისხმობს საბაზო დაფინანსებას და ასევე დიფერენცირებული გრანტების გაცემის შესაძლებლობას მომავალში. თუმცა, წელს ყველაფერი ისევე რჩება, როგორც არის დაფინანსების კუთხითაც და ფაკულტეტების კუთხითაც. 

2020 წლიდან გარკვეული ცვლილებები შევა. ამ ეტაპზე კონკრეტულად რა ცვლილებები შევა ამას ვერ მოგახსენებთ. ზაფხულამდე სხვადასხვა ფინანსური ვარიანტის ანალიზი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, განსხვავებული სპეციფიკა არსებობს, გვაქვს დიდი უნივერსიტეტები და შედარებით მცირე რეგიონული სასწავლო უნივერსიტეტები, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული დარგებისთვის და რეგიონებისთვის, ამიტომ დაფინანსების მოდელმა ცხადია, უნივერსიტეტებს უნდა მისცეს განვითარების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომელი სპეციფიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ამიტომ ამ ფინანსური დათვლის და მოდელირების შემდეგ შევიტანთ კონკრეტულ ცვლილებებს დაფინანსების წესში“, - განაცხადა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება