სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პირველ სამ ადგილზე გასულ ''ეტალონის'' მონაწილეებს წიგნები გადასცა
02-03-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ამბროლაურის ხიდიკრის კლუბში ჩატარდა.      

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   

ღონისძიებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ლომთაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა რეხვიაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეები წიგნებით დაასაჩუქრა. პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს - ''მსოფლიო საოცრებები'', მეორე ადგილზე გასულს - ''საქართველოს ბუნების ატლასი'', ხოლო მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს ''საქართველოს ბუნების 100 საოცრება'' გადასცეს.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ჭრებალოს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი გორდეზიანი დაეუფლა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ლომთაძე აღნიშნავს, რომ ''ეტალონი'' აქტუალური პროექტია:

''პირველ რიგში მხარს ვუჭერთ ამ პროექტს. ''ეტალონი'' არის ძალიან აქტუალური, მამულიშვილური ინტელექტ-შეჯიბრი, რომელიც ახალგაზრდებისთვის სტიმულისა და მოტივაციის მიმცემია. ძალიან დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს, გოჩა ტყეშელაშვილს, რომელიც ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ''ეტალონი'' არის ქართული და ეროვნული პროექტი. დიდი პერიოდი მომწია განათლების სფეროში მუშაობა და ვფიქრობ, რომ ეს პროექტი არის აქტუალური საქართველოსთვის.''

რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა რეხვიაშვილის თქმით, გამარჯვებული დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდა:

''ღონისძიებაში 15 სკოლის 29 მოსწავლე მონაწილეობდა. ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე იყო. გამარჯვებული დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდა. განსხვავება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს შორის ორიოდე ქულა იყო. ''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ეროვნული პროექტია. იგი ხელს უწყობს მოზარდებში გონებრივი პოტენციალის განვითარებას და გამოვლენას.''

''ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი გიორგი გორდეზიანი, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. 

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება