| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროფესიული პროგრამების პოპულარიზების მიზნით, პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულების გადავადების უფლება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებზეც უნდა გავრცელდეს.
კანონპროექტს პირველი მოსმენით კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედით, მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მყოფ სტუდენტებს შეუძლიათ სამხედრო სავალდებულო გაწვევის გადავადება.
როგორც საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათშია მითითებული, პროფესიული სტუდენტები ვერ სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით, რაც ხელს უშლის პროფესიული განათლების უმაღლესი განათლების სრულფასოვან ალტერნატივად განხილვის შესაძლებლობას.
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების უფლებით, რაც დამატებით მოტივაციას უქმნის აბიტურიენტებს, ნაცვლად პროფესიული განათლებისა, მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარუმატებლობის შემთხვევაში, მოიპოვონ აკადემიური პროგრამის სტუდენტის სტატუსი უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
შედეგად, ვღებულობთ იმას, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად აღემატება პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობას, რაც თავის მხრივ, იწვევს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სათანადო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე სამუშაო ძალის დეფიციტს.
ვინაიდან, პროფესიული სტუდენტები ვერ სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით, ეს ხელს უშლის პროფესიული განათლების უმაღლესი განათლების სრულფასოვან ალტერნატივად განხილვის შესაძლებლობას.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, მისცემს რა პროფესიულ სტუდენტს უფლებას, ერთი პროგრამის ფარგლებში ისარგებლოს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები
პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება