სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მნიშვნელოვანია პედაგოგებთან ერთობლივი მუშაობა, რათა მათი კვალიფიკაციის ამაღლება მოხდეს“, - მიხეილ ბატიაშვილი
11-03-2019
-
+


განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა რეფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„განათლების რეფორმის ფარგლებში ჩვენ ყველა მიმართულების განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ და სკოლა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და კონკრეტულ სკოლებში ჩვენს პედაგოგებს ჩვენი სპეციალისტები ადგილზე ეხმარებიან, რომელიც არის მათი პედაგოგიური უნარების გადამზადების ერთ-ერთი ეფექტური გზა. ჩვენი ამოცანაა შედეგი მივიღოთ კლასში, შედეგი მივიღოთ თითოეული ბავშვის დონეზე“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 

მინისტრის თქმით, მთელი ამ რეფორმის ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობს ადგილზე, პედაგოგებთან, სკოლის ხელმძღვანელებთან, რადგან შედეგს უნდა მივაღწიოთ ადგილზე.

„ეს არ არის პროგრამა რომელიც, პედაგოგმა სადღაც გაიარა დაბრუნდა სკოლაში, არამედ მუშაობა ხდება ადგილზე, რომელიც გულისხმობს პედაგოგის სასწავლო მასალებითა და ბავშვების საგაკვეთილო პროცესში უფრო აქტიურად ჩართვის უზრუნველყოფას. ვინაიდან, თუ არ შევცვალეთ მიდგომები საგაკვეთილო პროცესის მიმართ, მხოლოდ განახლებული ინფრასტრუქტურა და კარგი სახელმძღვანელოები არ გაგვიყვანს შედეგზე.
საგაკვეთილო პროცესში ბავშვის თავისუფლების შეტანის ძალიან კარგი მაგალითი, მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა ათეულში მოხვდა. ლადო აფხაზავას მიდგომა, სწორედ საგაკვეთილო პროცესში ბავშვების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგებთან ერთობლივი მუშაობა, რათა მოხდეს როგორც მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე მიდგომის სწავლება თუ როგორ ვასწავლოთ“ - განაცხადა მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება