სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოს სკოლებში 58 ათასზე მეტი ქალი მასწავლებელი ასწავლის
08-03-2019
-
+


2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  67 344 მასწავლებელია დარეგისტრირებული, მათ შორის 58 209 ქალია, 9 135 კი - მამაკაცი.

Etaloni.ge გთავაზობთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, იმის შესახებ თუ როგორია სქესთა გადანაწილება სკოლებში - რამდენად გაიზარდა ან შემცირდა წინა წლებთან შედარებით, პედაგოგობის მსურველი მამაკაცების რიცხვი და რა ტენდენციაა სკოლებში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგების საერთო რაოდენობა მცირედით არის შეცვლილი. 2014-2015 სასწავლო წელთან შედარებით, 2018-2019 სასწავლო წელს 50-ით ნაკლები პედაგოგი გვყავს. 

ამასთან, 2014-2015 სასწავლო წელთან შედარებით, გაზრდილია ქალი პედაგოგების რიცხვი, მამაკაცების კი შემცირებულია: 2018-2019 სასწავლო წელს სკოლებში 484-ით ნაკლები კაცი, ხოლო 434-ით მეტი ქალი მასწავლებელი ასწავლის.

იხილეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ბოლო 5 სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებელთა გენდერული გადანაწილება:

2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 67 394 პედაგოგი; აქედან ქალი - 57 775, ხოლო მამაკაცი - 9 619;

2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 66 373 პედაგოგი; აქედან ქალი - 57 015, ხოლო მამაკაცი - 9 358;

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 65 445 პედაგოგი; აქედან ქალი -56 338, ხოლო მამაკაცი - 9 107;

2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 66 634 პედაგოგი; აქედან ქალი -57 552,  ხოლო მამაკაცი - 9 082;

2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 67 344 პედაგოგი; აქედან ქალი - 58 209, ხოლო მამაკაცი - 9 135.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება