სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უფასო მოსამზადებელ ცენტრებში ჩარიცხვის პირობები განისაზღვრა 
06-03-2019
-
+


ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები განისაზღვრა.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, გაივლიან ინტენსიური მომზადების სასწავლო კურსს. ამასთან, ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნებიან სტიპენდიით, საცხოვრებლით და სასწავლო მასალით.

ბრძანების სრული ვერსიის სანახავად იხილეთ ბმული.

შეგახსენებთ, რომ etaloni.ge-სთან საუბრისას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა, რომ  მოსამზადებელი კურსის გავლის შემდგომ ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა და უმაღლეს სასწავლებლებში ისინი სხვა ტიპის გამოცდებით - ტესტირების საფუძველზე ჩაირიცხებიან, რომელსაც ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოამზადებს.

„ეს არის მისაღები გამოცდების მოდიფიცირებული ვერსია, ტესტები ჰარმონიზებული იქნება მოსამზადებელი კურსის შინაარსთან და პროგრამის დასრულების შემდგომ, იქვე ჩააბარებენ. უმაღლეს სასწავლებლებში მათი ჩარიცხვა კი მიღებული შედეგების საფუძველზე მოხდება“,-აღნიშნა გიგაურმა.

ვრცლად იხილეთ ინტერვიუ ლია გიგაურთან: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული სახელმძღვანელოებით სწავლა აკრძალულია - რას სთავაზობს ქართული მხარე მოსწავლეებს და აბიტურიენტებს?!


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება