სიახლეები
ეტალონი

„ვემზადებით და გვჯერა, წელსაც მოვიპოვებთ წარმატებას“ -ასპინძა „ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ემზადება
05-03-2019
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტში პირველ მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური უკვე 12 მარტს იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა,  რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

მერიის წარმომადგენელი ოთარ ცინაძე:

„ჩვენი მუნიციპალიტეტი უკვე რამდენიმე წელია ჩართულია „ეტალონში“ და ჩვენც, მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ასეთი პროექტების განხორციელებას, რადგან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი ახალგაზრდების განათლებაზე, განვითარებაზე ზრუნვა. აღნიშნული პროექტი, ვფიქრობ, ძალიან უწყობს ხელს მოსწავლეებში მოტივაციის ზრდას. დაინტერესება ჩვენს სკოლებში ნამდვილად ძალიან მაღალია და ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები უკვე ემზადებიან კიდეც ჩემპიონატის შემდეგი ტურისთვის“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი:

„ეტალონის“ მიმართ დაინტერესება არის მაქსიმალური. მერია ძალიან უწყობს ხელს ასეთი ტიპის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სკოლების მხრიდანაც ჩართულობა არის ძალიან მაღალი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი მოსწვალეებს ძალიან კარგი შეფასებები აქვთ ჩემპიონატის პირველ ტურში და უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის. ვფიქრობ, „ეტალონი“ ძალიან ზრდის მოტივაციას. მოსწავლეები ცდილობენ მეტი დრო დაუთმონ წიგნებს, უკეთესად ისწავლონ ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა და ყველა სხვა საგანი“.

ნიჯგორის საჯარო სკოლის დირექტორი ლია სანდოძე:

„ძალიან საინტერესო პროექტია, რომელშიც ჩვენი სკოლა ძალიან აქტიურად არის ჩართული. პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა. შემდეგ ტურზე ჩვენი სკოლიდან ოთხი წარმომადგენელი გვეყოლება. ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან, მეცადინეობენ და ელოდებიან „ეტალონის“ მეორე ტურს“.

ნიჯგორის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა ივანიძე:

„პირველმა ტურმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და აქედან გამომდინარე სულ 5 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგანაც ოთხმა გადალახა ზღვარი და ახლა ელოდებიან შემდეგ ტურს“.

ორგორის საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ზაქაიძე:

„პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, არა მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ ზოგადად ყველა მოსწავლისთვის, ვისაც აქვს ამ ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობა. ის ძალიან ზრდის მოტივაციას და ბავშვები ცდილობენ უკეთესად ისწავლონ, მეტი ცოდნა მიიღონ და „ეტალონის“ ჩემპიონატებს დახვდნენ მომზადებული. ჩვენს სკოლაშიც დაინტერესება ძალიან მაღალია. ბავშვებმა გადალახეს პირველი ტური და ემზადებიან შემდეგი ეტაპისთვის“.

ორგორის საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი იზოლდა წამალაიძე:

„ეტალონის“ პირველ ტურზე ოთხი ბავშვი გვყავდა მონაწილე და ოთხივემ გადალახა ზღვარი. ხშირად მონაწილეობენ ჩვენი ბავშვები ამ პროექტში და ძალიან. ახლა უკვე ემზადებიან ისინი მეორე ტურისთვის, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება“.

ოთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ლონდარიძე:

„პირველ რიგში, მართლა ძალიან გულწრფელი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ამ არაჩვეულებრივი იდეის ავტორებს და „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს. რადგან ბავშვებს თქვენი დახმარებით აქვთ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და ის შესაძლებლობები , რომლის გამოვლენასაც შესაძლოა ვერ ახერხებდეს სკოლაში საგაკვეთილო პროცესების დროს. ჩვენი სკოლა უკვე მესამე წელია ძალიან აქტიურად მონაწილეობს. წელსაც ძალიან დიდი იყო დაინტერესება ბავშვების მხრიდან. პირველმა ტურმა არაჩვეულებრივად ჩაიარა და ახლა უკვე ველოდებით მეორე ტურს“.

ოთის საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი ლია გიორგაძე:

„დღეს გავიგეთ შედეგები და ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი ბავშვები. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სულ 10 მოსწავლე გვყავს და როდესაც 10 ბავშვიანი სკოლიდან 2 მოსწავლე გყავს წარმომადგენელი ასეთ მასშტაბურ ჩემპიონატზე, ვფიქრობ ძალიან კარგი შედეგია. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ბავშვები, ასევე პედაგოგები და მშობლებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართული, დაინტერესებული არიან ამ პროექტით და ეხმარებიან ბავშვებს მასალების მოძიებაში და მეცადინეობაში. მივესალმები ამ პროექტს და ვიტყვი იმას, რომ ის ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი მომავალი თაობისთვის.“.

ტოლოშის საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ივანიძე:

„პირველი ტურიდან, ჩვენი მოსწავლეების შედეგებით, ძალიან კმაყოფილი ვართ. მონაწილეების ნახევარმა გადალახა ზღვარი და ახლა უკვე მეორე ტურში გადასული მოსწავლეები ემზადებიან და მეცადინეობენ შესაბამისად. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, შარშანდელთან შედარებით მონაწილეთა რიცხვი გაზრდილია. დაინტერესება მაღალია უშუალოდ ბავშვების მხრიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს აქვთ მონაწილეობის და წარმატების სურვილი“.

ტოლოშის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანა მიქაძე:

„ეტალონი“ საკმაოდ კარგი პროექტია, რომელშიც ბავშვები სიხარულით ერთვებიან ყოველთვის. მეორე ტურისთვის, ვფიქრობ, უკვე მზად არიან ჩვენი მოსწავლეები და ყოველ დღე, ცხადია, ისევ ვმეცადინეობთ. ვიტყოდი იმას, რომ პირველმა ტურმა საკმაოდ დააფიქრა ისინი, იციან რა მიმართულებით არ ის მუშაობა საჭირო და რომელ საგანში აქვთ უფრო პრობლემა. ვფიქრობთ, უკეთეს შედეგებს დააფიქსირებენ ჩვენი მოსწავლეები მეორე ტურში“.

აწყვიტის საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ ბერიძე:

„ჩემპიონატის პირველმა ტურმა, ჩვენს სკოლაში წარმატებით ჩაიარა. შემდეგ ეტაპზე ორი მოსწავლე გვეყოლება. ბავშვები ძალიან არიან გახარებული და ელოდებიან „ეტალონის“ სტუმრობას ჩვენს მუნიციპალიტეტში. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გოჩას და „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს, ასეთი არაჩვეულებრივი იდეისთვის“.

აწყვიტის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეონა ინასარიძე:

„ბავშვებს ძალიან უყვართ ეს პროექტი და ყოველთვის საკუთარი ინიციატივით გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს. პირველი ტური უკვე იყო ჩვენს სკოლაში და ახლა მეორე ტურში გადასული ორი მოსწავლე, რომლებსაც საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ, ელოდებიან ჩემპიონატის შემდეგ ეტაპს“.

ასპინძის საჯარო სკოლის დირექტორი კლარა ზედგინიძე:

„ჩვენთან ძალიან დიდ პოპულარობით სარგებლობს „ეტალონი“. ჩემპიონატის პირველი ტური ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა.  80 მოსწავლე, ყველა ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობდა და ძალიან კარგი შედეგებიც აჩვენეს. დღეს გვაცნობეს, რომ ჩვენი სკოლიდან 7 მოსწავლე წარსდგება ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე. ჩემპიონატის მიმართ დაინტერესება არის არა მხოლოდ ბავშვებსა და პედაგოგებში , არამედ მშობლებშიც, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული izrune.ge - ში და მათთვის ბავშვის განათლება პრიორიტეტია“.

ასპინძის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია სუარიძე:

„ჩვენს სკოლას, თითქოს, ტრადიციად ჩამოუყალიბდა წარმატება. ორი წელია, ზედიზედ, ჩვენი სკოლის მოსწავლე ხდება მუნიციპალიტეტის „ეტალონი“. ვემზადებით და გვჯერა, წელსაც მოვიპოვებთ წარმატებას ამ ჩემპიონატში. ზოგადად, ეტალონი ძალიან უყვართ ბავშვებს და აქტიურად მონაწილეობენ, წინასწარ ემზადებიან და მეცადინეობენ. წელს შემდეგ ეტაპზე 7 მოსწავლე წარგვადგენს, რომლებმაც არაჩვეულებრივი ქულები აიღეს წარმატებებს ვუსურვებ მათ და ასევე წარმატებებს ვუსურვებ ყველა მოსწავლეს“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
 ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა
5-6 მაისს ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იცვლება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს - დეტალები
აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და ასხამდნენ აგუნას წვენს
ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა? - გურამ დოჩანაშვილის არგუმენტირებული პასუხი კითხვაზე
დიდი მარხვის ბოლო დღე - რა უნდა ვიცოდეთ „დიდი შაბათის“ შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება