| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პარლამენტში „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ განხილვისას, კანონპროექტის ავტორს, სოფო კილაძეს პარლამენტარებმა სხვადასხვა კითხვითა და მოსაზრებებით მიმართეს.
კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ზედმეტი თავისუფლება ბავშვისთვის, შესაძლოა, დამღუპველი იყოს. ამასთან, მისი თქმით, უნდა დაკონკრეტდეს რას გულისხმობს ბავშვზე ძალადობა, რადგან დღესდღეობით, პატარა შენიშვნის გულისთვისაც კი პედაგოგებს სკოლებიდან ყრიან.
„ბავშვს დაბადებიდანვე აქვს გარკვეული უფლებები, მათ შორის უფლება აქვს მშობლებს უსმინოს და შეასრულოს მათი მითითება, უფლება აქვს მოუსმინოს მასწავლებლებს და შეასრულოს მათი ყველა მითითება სწავლის პროცესში. უფლება აქვს მოუსმინოს მოძღვარს და ილოცოს მშობლებისთვის, მეგობრებისთვის და სამშობლოსთვის, ასევე იმარხულოს და ეზიაროს.
მაინტერესებს, ზედმეტი თავისუფლება ხომ არ მიგაჩნიათ ბავშვებისთვის დამღუპველად?! მხედველობაში მაქვს ის, რომ დაკონკრეტდეს, რა არის ბავშვებზე ძალადობა, რადგან პატარა შენიშვნის გულისთვის მასწავლებლებს სკოლებიდან ყრიან. პატარა შენიშვნა თუ არ მიეცი ბავშვს და ცოტა მკაცრად თუ არ გაიზარდა არ მგონია, მისგან რამე ნორმალური დადგეს. როცა ზედმეტი თავისუფლება და ზედმეტი უფლება დამღუპველი ხდება ბავშვისთვის, ეს ქვეყნისთვისაც დამღუპველია“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება