| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მომავალი წლიდან უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა იგეგმება.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, არსებული არაეფექტურია და სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, ახალ მოდელზე მუშაობს, რაც უფასო ფაკულტეტების გაუქმებას გულისხმობს.
„არსებული დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემია და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომ გადასვლა მოხდეს ახალ მოდელზე თუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვაუჩერული სისტემა რჩება, ის მიჰყვება სტუდენტებს პირდაპირ. რაც შეეხება იმ რესურსს, რომელიც მიედინებოდა უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რომელიც ჩამოყალიბდება, ანუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვმუშაობთ იმ კუთხით რომ გვქონდეს მომავალ წელს ახალი მოდელი, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი წინანდელთან შედარებით“, - განაცხადა მინისტრმა.
etaloni.ge დაინტერესდა გამოცხადდება თუ არა წელს უფასო ფაკულტეტებზე მიღება? - როგორც განათლების სამინისტროში განგვიცხადეს, წელს აბიტურიენტები ამ მხრივ სიახლეებს არ უნდა ელოდონ და სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები წელს ისევ გამოცხადდება.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ თუ როდის გახდება ცნობილი აბიტურიენტებისთვის უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სია ივლისის ბოლოს გამოქვეყნდება:
„უფასო პროგრამებს განათლების სამინისტრო ამტკიცებს, თუ დადასტურდა რომ გამოცხადდება, მაშინ სია ცნობილი ივლისის ბოლოს გახდება“.
მანამდე, ვიდრე უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება, განათლების სამინისტროს მიერ 2018 წელს სრულად დაფინანსებული პროგრამების ჩამონათვალს გაეცანით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა