სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მანანა რატიანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
06-02-2019
-
+


მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი პედაგოგების პროფესიულ განვითარების სქემის შესახებ etaloni.ge-სთან დამატებით განმარტებებს აკეთებს.

მისი თქმით, ის მასწავლებლები, რომლებიც პროფესიულ განვითარების სქემაში არიან ჩართულნი და ცდილობენ სტატუსი შეიცვალონ, მათთვის ამ სასწავლო წელს არაფერი არ იცვლება.

მანანა რატიანმა ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებლებს პროფესიული განვითარების მიმართულებით მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თუ სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას არ შეეწყო ხელი, ამ მხრივ სკოლა წინ ვერ წაიწევს.

„ის მასწავლებლები, რომლებიც სრულად მოაგროვებენ ამ სასწავლო წლის ბოლომდე კრედიტებს, რაც სტატუსის ცვლილებისთვის არის საჭირო, ისინი შეიცვლიან სტატუსს;

ის მასწავლებლები, რომლებიც სრულად დააგროვებენ სკოლის ბაზაზე არსებულ კრედიტქულებს, სავალდებულო და დამატებით აქტივობებს, დარჩებათ გარე შეფასებები - გამოცდა და გარე დაკვირვება, ისინი ამის განხორციელებას შეძლებენ ზაფხულში. ეს კრედიტები მათ მიემატებათ;

პრაქტიკოსი მასწავლებელი რომ გახდეს უფროსი მასწავლებელი, ვისაც გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, ჩვეულებრივ ჩააბარებს იმავე ფორმატის გამოცდას;

უფროსი მასწავლებლები, რომლებიც მოაგროვებენ 15 კრედიტქულას სავალდებულო დამატებით აქტივობებში, ისინიც სექტემბრიდან შეძლებენ გარე დაკვირვების გავლას;

ანუ მასწავლებლები, რომლებიც სტატუსის ცვლილების  პროცესში არიან, მათთვის არ შეცვლილა არაფერი, ჩვეულებრივ გააგრძელებენ საქმიანობას“, - განაცხადა მანანა რატიანმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება