სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მთავრობის პრიორიტეტი ახალ რეფორმაში იქნება მასწავლებლის ადგილი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი - მამუკა ბახტაძე
06-02-2019
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, განათლება და მეცნიერება ერთმანეთს დაშორდა, ეს კი დიდი დარტყმაა ეკონომიკური პოტენციალისთვის.

ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა  განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ამ მიმართულებით საუკეთესო შედეგს აუცილებლად დადებს.

„აუცილებლად დავდებთ საუკეთესო შედეგებს და ეს იქნება სკეპტიკოსებისთვის პასუხი. პრობლემები ძალიან ბევრია. მათი დაძლევა შეუძლებელია რადიკალური ცვლილებების გარეშე. მძიმე გამოწვევა ეკონომიკური განვითარება - განათლება და მეცნიერება ერთმანეთს დაშორდა. ეს იყო დიდი დარტყმა ჩვენი ეკონომიკური პოტენციალისთვის.

ახალი რეფორმის ფარგლებში, ჩვენი პრიორიტეტი იქნება მასწავლებლის ადგილი, მისი საზოგადოებრივი სტატუსი, მისი მნიშვნელობა. მათი შრომის ანაზღაურება ადეკვატური გახდება.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას.

უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო. მოხდება სკოლების აშენება-რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე წელს გავზარდეთ ბიუჯეტი 2,5-ჯერ, ამ მიმართულებით. მე ნამდვილად არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს ძლიერი და წარმატებული“,-განაცხადა ბახტაძემ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.

ასევე იხილეთ: „არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები“,- მამუკა ბახტაძე

„ძალიან ბევრი კარგი სკოლა გვაქვს, მაგრამ ეს არ არის სისტემის დამსახურება, არამედ სკოლის დამსახურებაა“,- მიხეილ ბატიაშვილი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება