სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასისთვის გამოცდებს ერთჯერადად“ - მარიამ ჯაში
29-01-2019
-
+


მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების დატოვება და მე-11 კლასელებისთვის გაუქმება, კითხვებს უჩენს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან ისაუბრებს.

„მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები თუ უქმდება, არათანაბარ პირობებში ვაყენებთ მე-12 კლასელებს. პირადად მე მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასისთვის გამოცდებს ერთჯერადად. საბოლოო გადაწყვეტილება 13-დან 15 თებერვლამდე გვექნება მიღებული გასვლით სხდომაზე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ერთიანი ეროვნული გამოცდების კუთხით დაგეგმილ სიახლეებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პოზიტიური სიახლეა, რომ ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო საგანთა ნუსხიდან ამოღებული იქნება.

„გუშინდელი პრეზენტაცია ხედვა იყო და არა გადაწყვეტილება. ზოგადი განათლების კანონში აღნიშნული ცვლილებები მოითხოვს სხვა ცვლილებებსაც, შესაბამისად, აუცილებლად გვექნება შესაბამის კომიტეტში განხილვები. შემიძლია პოზიტიურად შევაფასო ზოგადი უნარების საგნის სავალდებულო ნუსხიდან ამოღება და არა გაუქმება, რამდენადაც სკოლები არ ამზადებენ მოსწავლეებს ამ გამოცდის ჩასაბარებლად. აბიტურიენტები და მშობლები იძულებული იყვნენ, მიემართათ კერძო მასწავლებლებისთვის, რაც ზოგიერთი ოჯახისთვის არ იყო ფინანსურად ხელმისაწვდომი. ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად შევაფასებდი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება, 2019 წელს კი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება, თუმცა, აღნიშნული გამოცდები წელს  მე-12 კლასელებისთვის შენარჩუნდება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განმარტა, 2019 წელს გამოცდები მე-12 კლასში შენარჩუნდება იმისთვის, რომ ციკლი, რაც დაიწყო, დასრულდეს. აღნიშნულს აპროტესტებს მე-12 კლასელების ნაწილი და გამოსაშვები გამოცდების წელსვე გაუქმებას ითხოვს.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, 2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. სავალდებულო იქნება მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები, მესამე სავალდებულო საგანი კი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება