სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ და IZRUNE.GE ჰაერივით სჭირდება მასწავლებლებსაც, მშობლებსაც და ბავშვებსაც“ - სკოლის დირექტორების შთაბეჭდილებები პარლამენტიდან
31-12-2018
-
+


25 დეკემბერს, თბილისში, პარლამენტის რუსთაველის დარბაზში საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონისა“ და მისი პროექტების - ინტელექტ-ჩემპიონატის და  IZRUNE.GE -ს საქმიანობის მიმდინარე წლის შემაჯამებელი და ახალი წლისთვის დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ორგანიზებით გაიმართა, ღონისძიებას პარლამენტარები, გურამ მაჭარაშვილი, გენადი მარგველაშვილი, გიორგი კოპაძე, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და საქართველოს გამორჩეული სკოლების დირექტორები დაესწრნენ, რომლებმაც „ეტალონის“ პროექტები შეაფასეს და etaloni.ge-ს საშუალებით საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელიც მიულოცეს

 

თბილისის N71 სკოლა, დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი:

IZRUNE.GE  - ეს არის ძალიან კარგი, საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ბავშვებში უნიკალური შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს. მითუმეტეს, რომ აქ ლაპარაკია მშობელთა და დამრიგებელთა აქტიურ ჩართულობაზე. აღნიშნული პროექტით ბავშვები იმ აქტივობებს ახორციელებენ, რომლითაც ინტელექტუალურ და სოციალურ უნარებს ივითარებენ. IZRUNE.GE  ოჯახს ეხმარება, რომ სკოლას დაუკავშირდეს.

დამდეგ ახალ წელს მივულოცავ ყველას, მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ. ეს წელი ყოფილიყოს განათლების, პერსპექტივების განხორციელებისა და იმედების ახდენის წელიწადი. 

თბილისის N106 საჯარო სკოლა, დირექტორი თენგიზ გულორდავა:

„ეტალონი“  არის ყველაზე ძლიერი პროექტი საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც მოსწავლეს ასწავლის დამოუკიდებლად, დროის უსწრაფესად მიიღოს ერთადერთი და შეუცვლელი გადაწყვეტილება, რაც მას გამარჯვებამდე მიიყვანს. რაც შეეხება IZRUNE.GE -ს, ბრწყინვალე პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს. პირადად ჩემს სკოლაში ფანტასტიკური შედეგი გვაქვს უკვე, რადგან ბავშვები მაქსიმალურად არიან ჩართულები და მშობლებიც ძალიან მონდომებულნი, გახარებულნი და აქტიურები არიან. ეს დიდი სტიმულია მოსწავლისთვისაც და მშობლისთვისაც. რაც მთავარია, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, შედეგებს აანალიზებენ, მშობელმა დაინახა სად უჭირს მის შვილს. დარწმუნებული ვარ, IZRUNE.GE -ს წინ დიდი მომავალი აქვს.

აქვე, მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. წარმატებები იყოს ყველას თანმდევი და მეგზური.

ყვარლის მუნიციპალიტეტის გავაზის საჯარო სკოლა, დირექტორი ლია კაპანაძე:

„ეტალონი“ და მისი შვილობილი IZRUNE.GE არის მეტად მნიშვნელოვანი მომავალი თაობის განვითარებისა და ცოდნით აღჭურვისათვის. ეს არის სამჭედლო, სადაც მოზარდის მომავალი იჭედება. აღსანიშნავია, რომ აქ ჩართულია ოჯახიც, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ვისარგებლებ შემთხვევით და სრულიად საქართველოს მოსახლეობას მივულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ მშვიდობას, წინსვლას და წარმატებას. 

თბილისის N173 საჯარო სკოლა, დირექტორი ლია თუშური:

Izrune.ge ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ბავშვებს ხალისით სწავლას აჩვევს. მაგალითად, სახალისო ტესტები შემოაქვთ, რაც საინტერესოა. საბოლოო ჯამში ეს მოსწავლეთა აკადემიური და კოგნიტური უნარების გაძლიერებას ემსახურება. სამწუხაროდ, სახელმძღვანელოებში ჯერ კიდევ არ არის იმის საშუალება, რომ ბავშვმა საკუთარი ცოდნა თავად შეაფასოს. ასეთი ტიპის პროექტები მოსწავლეებს დააფიქრებს როგორ გააუმჯობესონ მათი მიღწევები. რაც ყველაზე მთავარია, IZRUNE.GE  სკოლას გვეხმარება, რომ მშობლები სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ამან სკოლებში იკლო, განსაკუთრებით, მაღალ კლასებში, რადგან მშობლები ეჩვევიან, რომ ბავშვი სკოლაში გზას დამოუკიდებლად იკვლევს და თავისდაუნებურად ჩამოგვშორდებიან ხოლმე. სწორედ ამიტომ, IZRUNE.GE  ჩვენი სერიოზული მეკავშირეა.

აქვე, ყველას ვულოცავ დამდეგ ახალ წელს, განსაკუთრებით მომავალ თაობას, რადგან ქვეყნის მომავალი მათზეა დამოკიდებული. გვქონოდეს ისეთი ქვეყანა, როგორიც მათ უნდათ. მათი თვალებით უნდა ვუყუროთ და არა - ჩვენი. 

თბილისის N11 საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი:

Izrune.ge მშობელთა ჩართულობის მხრივ არაჩვეულებრივი საშუალებაა. ჩვენი სკოლა აქტიურად არის ჩართული, მათ შორის მასწავლებლებიც. პროექტმა გაააერთიანა მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები.

ყველას ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, გამთლიანების, ბედნიერებისა და წარმატების მომტანი. 

თბილისის N23 საჯარო სკოლა, დირექტორი მაგდა ბარამაძე:

izrune.ge მხოლოდ ბავშვებისთვის არა, მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანია. აღნიშნული ხელს უწყობს მშობელთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. ზოგადად, ამ მხრივ სკოლებს დახმარება სჭირდებათ. ამავდროულად, ეს პროექტი მშობელს საშუალებას აძლევს საკუთარი შვილის განათლებას თვალი ადევნოს და მონიტორინგი გაუწიოს. სწორედ ამიტომ, izrune.ge ძალიან მნიშვნელოვანია. 

ყველას მივულოცავ დამდეგ ახალ წელს. ასევე ჩემს კოლეგებს, დირექტორებს, პედაგოგებს - ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურებით, ჩვენზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავალი და ამიტომ მინდა ყველა ჩვენგანი წარმატებული იყოს.

მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი გულედანი:

პროექტებით „ეტალონი“ და IZRUNE.GE მოსწავლეთა მხრიდან სწავლის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. რაც მთავარია, IZRUNE.GE -მ პროცესში მშობელიც ჩართო და თითქოს მთელი სკოლა გამოცოცხლდა. მადლობა ამ პროექტების წარმომადგენლებს. მთავარია, რომ ბავშვი სკოლას და წიგნს დაუბრუნდა და ეს ყველასთვის სასიხარულოა.

ყველას ვულოცავ დამდეგ ახალ წელს - წარმატების, ბედნიერებისა და ყველაფერი საუკეთესოს მომტანი წელი ყოფილიყოს.

ხულოს მუნიციპალიტეტის ძმაგულის საჯარო სკოლა, დირექტორი მალხაზ მახარაძე:

„ეტალონი“ და IZRUNE.GE  ნამდვილად კარგი პროექტებია, რადგან კარგად ორგანიზებულია და  ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები. ჩვენ ვთანამშრომლობთ  „ეტალონთან“ და მოსწავლეებს აქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა საკუთარი წარმატებები და ღონისძიებები საიტზე etaloni.ge იხილონ. ამისთვის დიდ მადლობას მის ხელმძღვანელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ვუხდით და ვამაყობთ, რომ ასეთი  პროექტი ეროვნულია და საქართველოშია შექმნილი.

დამდეგ შობა-ახალ წელს ყველა აღსაზრდელს, მასწავლებლებს, „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს და მთლიანად საქართველოს მივულოცავ.  წარმატებას და ბედნიერებას ვუსურვებ. 

კასპის მუნიციპალიტეტის აღაიანის საჯარო სკოლა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლალი გელხაური:

„ეტალონი“ და  IZRUNE.GE  ჰაერივით სჭირდება მასწავლებლებსაც, მშობლებსაც და ბავშვებსაც. მშობლები და მასწავლებლები მიხვდნენ, რომ ამან მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას ხელი ძალიან შეუწყო. პროექტი განათლებული ახალგაზრდების აღზრდისთვისაა შექმნილი.

სულით და გულით მინდა მივულოცო „ეტალონს“, ყველა მშობელს, პედაგოგს და მოსწავლეს დამდეგი ახალი წელი და ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა და ბედნიერება ვუსურვო. „ეტალონს“ კი მინდა ვუსურვო უფრო მეტი სიახლე შემოგვთავაზოს და დაგვეხმაროს იმაში, რასაც ჩვენი მომავალი თაობის ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბება ჰქვია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ქვემო ალვანის საჯარო სკოლა, დირექტორი იური მრელაშვილი:

„ეტალონი“ და IZRUNE.GE  ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია, რომლებშიც ბავშვები ინტერესით არიან ჩაბმულნი. მასწავლებლებიც, მშობლებიც და მოსწავლეებიც კმაყოფილები ვართ. აღნიშნული მათ ცოდნასა და თავდაჯერებას ანიჭებს; უფრო მეტად მონდომებულნი, პასუხისმგებლობის მქონენი და შრომისმოყვარენი ხდებიან.

ყველა მოსწავლეს, მასწავლებლებს, მშობლებს და თავად „ეტალონის“ ხელმძღვანელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს დამდეგ ახალ წელს ვულოცავ. წარმატებები ყველას. 

აბაშის N1საჯარო სკოლა, დირექტორი დოდო დოლიძე:

ყველაზე განსაკუთრებულად რასაც ვაფასებ, არის ის, რომ „ეტალონი“ და izrune.ge ეროვნული პროექტებია, რომლებიც ძალიან დიდი შრომის შედეგად ჩამოყალიბდა. ვისურვებ, რომ ყველა მოსწავლე ჩაერთოს IZRUNE.GE -ში, რადგან მასწავლებელს და მშობელს ერთდროულად შეუძლია ბავშვის შედეგები ნახოს. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

ვულოცავ მთლიანად საქართველოს და თითოეულ მოწაფეს დამდეგ ახალ წელს. მინდა ყველას სიხარული, ჯანმრთელობა და ბედნიერება დაებედოს. 

სენაკის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო გოგელიძე:

ჩვენი სკოლა IZRUNE.GE -სა და „ეტალონში“ აქტიურად არის ჩართული. მშობლებისთვის IZRUNE.GE  მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მათ საშუალებას აძლევს საკუთარი შვილების სწავლას თვალ-ყური ადევნონ. მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვისაც თავისთავად საინტერესოა. რა თქმა  უნდა, აღნიშნული მოტივაციას ზრდის.

ყველას ვულოცავ დამდეგ ახალ წელს, ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოჰკლებოდეთ, წარმატებას და დასახული მიზნების ასრულებას ვუსურვებ. 

ხულოს მუნიციპალიტეტის ფუშრუკაულის საჯარო სკოლა, დირექტორი ევგენი სურმანიძე:

მოხარული ვარ, რომ „ეტალონი“საქართველოში არსებობს, რადგან ის ბავშვის წინსვლისა და კარიერისთვის საუკეთესოა, ასევე მასწავლებლებსა და მშობლებს საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ ყველა სიახლეს აწვდის. ამისთვის მის შემოქმედებით გუნდს დიდ მადლობას ვუხდი. აუცილებელია, რომ ეს პროექტი გაძლიერდეს, რათა ყველა მოსწავლის მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდოს.

სრულად საქართველოს კი მინდა  დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო და სითბო, სიყვარული და წარმატება ვუსურვო. 

იხილეთ ასევე: 

„ჩემი შვილიშვილი ამერიკაში სწავლობს და იქიდან არის ჩართული izrune.ge-ში...“ დეპუტატები, დირექტორები „ეტალონის“ პროექტებს აფასებენ

პარლამენტში „ეტალონის“ პროექტების წლის შემაჯამებელი და დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა

ღონისძიების ფოტოები იხილეთ სრულად


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
მასწავლებელთა ახალი გამოცდის პროგრამა - 5 მთავარი საკითხი, რომელიც ტესტირებაზე უნდა იცოდეთ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
II კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის შედეგზე ორიენტირებულ აქტივობაში
მათ მოილოცეს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, ასევე მოაწყვეს პიკნიკი და განიხილეს კლასის „მკითხველთა კლუბის“ წასაკითხი წიგნი
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება