სამტრედიის N2 საჯარო სკოლამ ინტელექტუალურ შეჯიბრში გაიმარჯვა
სამტრედიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდი ინტელექტუალურ შეჯიბრში „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდა. შეჯიბრში სამტრედიის N1, N2, N3, N11 საჯარო სკოლები და კერძო სკოლა „ცოდნა“ მონაწილეობდა.
ინტელექტის შეჯიბრში სამტრედიის N2 საჯარო სკოლამ იმარჯვა და პირველი ადგილი მოიპოვა.
მოსწავლეები სიგელებით და თასით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები