სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის შეძლებენ ფსიქოლოგები სკოლებში სპეცმასწავლებლის სტატუსით შესვლას?!
11-12-2018
-
+


მომავალი სემესტრიდან მასწავლებლებისთვის არაერთი სიახლე გახდება ცნობილი, მათ შორის როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ისე ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონე პირების შესახებ, რომლებსაც ამჟამინდელი კანონმდებლობით სპეცმასწავლებლობის უფლება აღარ აქვთ.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-ს განუცხადა, მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ ფსიქოლოგებისთვის მასწავლებლობის პროფესიაში შესასვლელად მაქსიმალურად მოკლე გზა გამოინახოს.

„სპეციალურ მასწავლებლებთან დაკავშირებით ძალიან სავალალო მდგომარეობა გვაქვს სკოლებში, რადგან მასწავლებლების უმეტესობა, რომლებიც ფსიქოლოგები არიან და არ აქვთ სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, ვერ მუშაობენ. ამის გამოსასწორებლად საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო, მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც ამ საქმეს კურირებს, ყველაფერს აკეთებს, რომ ეს საკითხი წინ წავწიოთ და კანონი შეიცვალოს, რათა უფრო მეტი სპეცმასწავლებელი გვყავდეს სკოლაში. რაღაც მოკლე გზა უნდა მოვძებნოთ, რომ ფსიქოლოგები მალე შევიყვანოთ პროფესიაში“,- განაცხადა შუკაკიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა, სალომე ჩარკვიანმა განგვიცხადა, რომ ფსიქოლოგები სკოლებში სპეცმასწავლებლად მუშაობას „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის შეცვლის შემდგომ შეძლებენ, რაც წესით მომდევნო სემესტრის განმავლობაში უნდა შეიცვალოს.

„როგორც ვიცი სამინისტრომ დაიწყო პროცედურები, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი შეიცვალოს. სწორედ კანონი უშლის ხელს ფსიქოლოგის კომპეტენციის მქონე ადამიანს სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის დაწყებაში და როდესაც კანონპროექტი ყველა პროცედურას გაივლის, პარლამენტში შევა და შეიცვლება, სპეცმასწავლებლად მუშაობას შეძლებენ ფსიქოლოგებიც. როდის დასრულდება პროცედურები, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, წინასწარ ამაზე პასუხს ვერავინ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შემდეგ სემესტრს არ გასცდება.

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგის კომპეტენციის მქონე პირებს პირდაპირ შეეძლებათ სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის დაწყება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კომპეტენციები ნაწილობრივ იფარება, ხოლო სპეცმასწავლებლის პროფესიაში შეიძლება ისეთი რაღაცებიც შედიოდეს, რაც ფსიქოლოგმა არ იცოდეს, ამისთვის მასწავლებლის  სახლში არსებობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების მოდული და ამას გაივლიან“, - განაცხადა ჩარკვიანმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა

სასწავლო პროცესის განახლებას სკოლის დირექცია და პედაგოგები სრული მზადყოფნით შეხვდნენ

სკოლის ეზოში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა

 

 

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება