სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რაზე მიუთითებს ბავშვის ცუდი მეხსიერება და როგორ დავეხმაროთ მას ამ პრობლემის დაძლევაში - რჩევები მშობლებს
08-12-2018
-
+


მეხსიერების დარღვევებს იწვევს ნეიროანატომიური სტრუქტურების დაზიანება, რაც აფერხებს ინფორმაციის დამახსოვრების, შენახვის და გახსენების პროცესებს. მეხსიერების დარღვევის ზოგიერთი ფორმა შეიძლება იყოს პროგრესირებადი (მაგალითად: ალცაიმერის დაავადება) ან გადაუდებელი, რომელთა უმრავლესობაც გამოწვეულია თავის ტრავმით.

ბავშვებსა და მოზარდებში მეხსიერების დაქვეითება უმეტესწილად მათი ცხოვრების არაჯანსაღ წესზე მიუთითებს. მეხსიერების დაქვეითების მიზეზად, მარტივ შემთხვევებში ძილის რეჟიმის უგულებელყოფა და არასრულფასოვანი კვება სახელდება. ნებისმიერ შემთხვევაში მშობელმა უნდა ეცადოს „აკონტროლოს“ და სწორი მიმართულება მისცეს მოზარდის ცხოვრების სტილს. 

სპეციალისტები გვთავაზობენ რამდენიმე მარტივ წესს, რომელიც თითოეულმა მშობელმა ყოველდღიურობაში უნდა გაითვალისწინოს, რათა დაეხმაროს მოზარდს კარგი მეხსიერების შენარჩუნებაში და გონებაგაფანტულობაც აარიდოს თავიდან.

  • არასრულფასოვანი კვება - მშობლებისთვის არ არის უცხო ის ფაქტი, რომ ბავშვები ხშირად კატეგორიულ უარს აცხადებენ საუზმეზე. რაც პირდაპირ განაპირობებს ბავშვის მეხსიერების დაქვეითებას. ასე რომ ეცადეთ, მოიფიქროთ მეთოდები, რომლითაც  „დააინტერესებთ“ მოზარდს საუზმით. როცა საქმე სწორ კვებას ეხება, სპეციალისტები ერთხმად გვთავაზობენ მივცეთ ბავშვს ხილი და ბოსტნეული (ნათელი აზროვნების შესანარჩუნებლად ტვინს სჭირდება ცილა, უჯერი ცხიმოვანი მჟავები,B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი და სხვა ელემენტები). 

  • ზედმეტი ტკბილეული - ყველასთვის ცნობილია ფაქტი, რომ ტკბილეული დადებითად მოქმედებს ტვინზე. თუმცა, არ დაგავიწყდეთ , რომ გადამეტებული რაოდენობა არც ტკბილეულის ვარგა.  ეს პროდუქტი ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას იწვევს, რომელი ტვინის სრულფასოვან განვითარებას წინ ეღობება. 

  • არასრულფასოვანი ძილი -  ძილის რეჟიმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მშობელმა უნდა გაითვალისწინოთ.  სპეციალისტების აზრით, ღამის მანძილზე მოზარდს სულ მცირე 8 საათი უნდა ეძინოს. 

  • ეცადეთ ბავშვსა და მოზარდს დაეხმაროთ ისე დაგეგმოს გრაფიკი, რომ მოახერხოს იყოს ფიზიკურად აქტიური. გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის. ეს მნიშვნელოვანწილად გაზრდის მეხსიერების კოეფიციენტს.
ეს არის ის მარტივი წესები, რომელიც დაეხმარება თქვენს ბავშვს იყოს მობილიზებული და შრომისუნარიანი მთელი დღის განმავლობაში. 

თუ თქვენ „ემორჩილებით“ ჩამოთვლილ წესებს, მაგრამ მეხსიერების პრობლემები მაინც თქვენი ოჯახის დღის წესრიგში დგას, სპეციალისტები გირჩევენ მიმართოთ ნევროპათოლოგს, რომელიც ამ პრობლემის დაძლევაში კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევთ.

და ბოლოს!

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც მეცნიერები გვიზიარებენ. ისინი ფიქრობენ, რომ როდესაც ტვინი რაღაცას ივიწყებს, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენი გონება ცდილობს მეხსიერება გაითავისუფლოს, რათა მან უფრო მნიშვნელოვან საკითხზე მოახდინოს ფოკუსირება. ამდენად, თუ თქვენი შვილს მეხსიერების პრობლემები აქვს, ან გონებაგაფანტულობას უჩივის, ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან ბოლოსდაბოლოს მსოფლიოს ერთ-ერთი უჭკვიანესი ადამიანი ალბერტ აინშტაინიც საკმაოდ გონებაგფანტული გახლდათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება