სიახლეები
სამასწავლებლო

ტელეფონი, სამოსი, ეთიკა - რას აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას დირექტორები სკოლის შინაგანაწესში
20-11-2018
-
+


შინაგანაწესი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული, ყველა სკოლისთვის საერთოა. თუმცა, სკოლებს შეუძლიათ საკუთარი წესების დამატებაც, ან რომელიმე ასპექტზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება. 

Etaloni.ge დირექტორებს სწორედ ამ თემით  დაუკავშირდა - რას ანიჭებთ მეტ მნიშვნელობას სკოლის შინაგანაწესში?

რველის საჯარო სკოლა, დირექტორი ნესტან ლილუაშვილი:

შინაგანაწესში მეტ აქცენტს დისციპლინაზე ვაკეთებთ, რომელიც მასწავლებლისა და მოსწავლის მოვალეობებს მოიცავს. მათ შორის, სკოლისთვის საჭირო და არასაჭირო ნივთებს. მაგალითად, ჩვენთან მობილური ტელეფონი მოსწავლემ გამორთულ ან ხმადაწეულ მდგომარეობაში უნდა ატაროს.

ჭობისხევის საჯარო სკოლა, დირექტორი ქეთევან არდაზაშვილი:

სკოლის შინაგანაწესში დიდ ყურადღებას დისციპლინასა და სკოლის უსაფრთხოებას ვუთმობთ. ეს მოიცავს შესაბამის ღონისძიებებსა და სკოლის შიდა თუ გარე პერიმეტრის მუდმივ კონტროლს. ასევე, მოსწავლემ სკოლა არ უნდა გააცდინოს და არ უნდა დააგვიანოს.

ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ზაურ ბოლქვაძე:

როგორც ყველა სკოლას, ჩვენც სტანდარტული შინაგანაწესი გვაქვს. აღნიშნული მოიცავს დისციპლინას, შრომის კოდექსსა და სხვა ასპექტებს. მაგალითად, მოსწავლემ მობილური სასწავლო პროცესში არ უნდა გამოიყენოს. ასევე, მითითებული გვაქვს, რომ სასურველია სამოსის ფერები იყოს თეთრი და შავი.

მთისპირის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა ჭეიშვილი:

სკოლის შინაგანაწესში განსაკუთრებულ ყურადღებას მოსწავლეთა დასწრებას ვუთმობთ. ეს ნიშნავს, რომ სკოლის გაცდენის შემთხვევაში დამრიგებელი მის მშობლებს ურეკავს და ინფორმაციას იღებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამიტომ ჩვენ სკოლაში მინიმუმამდეა დაყვანილი არათუ გაცდენები, არამედ - დაგვიანებაც კი. ასევე,  მოსწავლეებს მობილური ტელეფონის ტარება ეკრძალებათ. თუ მათ მშობლებთან კონტაქტი დასჭირდებათ, დირექციიდან ყველა მზად არის, რომ ამაში დაეხმარონ, მაგრამ მოწაფემ საკუთარი მობილური არ უნდა ატაროს. თუ ეს მაინც ასე გააკეთა, მას ტელეფონის დირექტორის კაბინეტში დატოვება უწევს.

დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა, დირექტორი ლევან ვერულაძე:

ჩვენი სკოლის შინაგანაწესში აქცენტი გამოცდებზე კეთდება. მე-6 კლასში გამოცდა 2 საგანში გვაქვს  დამატებული, ხოლო მე-9 კლასში - 3 საგანში. ასევე, სამოსს ვაქცევთ ყურადღებას და  მითითებულია, რომ დაწყებით საფეხურზე ფორმის ან ფორმასთან მიახლოებული სამოსის ტარებაა სასურველი. სხვა დანარჩენი პუნქტი შინაგანაწესში სტანდარტულია.

გუმბრინის საჯარო სკოლა, დირექტორი ქეთევან როყუა:

ჩვენ შინაგანაწესში განსაკუთრებული პუნქტი არის ის, რომ რადგან სოფლის ტერიტორიაა და ბავშვებს შორიდან უწევთ სიარული, გაკვეთილების დაწყების დრო შეცვლილია. კერძოდ, სწავლა 9 საათის ნაცვლად, 10-ის ნახევარზე იწყება. ასევე, ზამთრის პერიოდში დიდი დასვენების და გაკვეთილების დრო 5 წუთით მცირდება, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენ სკოლაში არ ხდება. შინაგანაწესში მობილურ ტელეფონზე კონკრეტული მუხლი არ გვაქვს მითითებული, მაგრამ მოსწავლეებმა იციან, რომ ის გაკვეთილზე არ უნდა გამოიყენონ.

ოქტომბრის საჯარო სკოლა, დირექტორი თენგიზ ჩხიკვაიძე:

ჩვენი სკოლა შინაგანაწესში დიდ ყურადღებას სასწავლო გარემოს, სკოლის სისუფთავესა და მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრებას უთმობს. ასევე, მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოება. გვაქვს აკრძალული ნივთების სია, რომელიც ყველა სკოლაში საერთოა: სიგარეტი, ალკოჰოლი, სამკაულები და ა.შ. რაც შეეხება მობილურ ტელეფონს, მოსწავლეებს მათი ტარება შეუძლიათ, თუმცა გაკვეთილზე უნდა გათიშონ.

ქუთაისის N9 საჯარო სკოლა, სოფიო ქუთათელაძე:

სკოლის შინაგანაწესში ჩვენი სკოლა გამორჩეულ ყურადღებას დისციპლინას უთმობს. ასევე -  მოსწავლის ჩაცმულობას, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ ზედმეტად მოკლე კაბა ან დახეული ჯინსები არ უნდა ეცვათ.  ეს წესი მშობლებს განსაკუთრებით მოსწონთ. ასევე, წახალისების მიზნით, იმ მასწავლებლებს, რომლებიც გამორჩეულად აქტიურობენ, პრემიებს ვუწერთ.

ლიჩის საჯარო სკოლა, დირექტორი ოლეგ შუბითიძე:

ჩვენთან შინაგანაწესში განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლის ქცევასა და სკოლასა და მშობლების ურთიერთობას ექცევა. კერძოდ, მოსწავლეს ევალება  სასწავლო პროცესი არ გააცდინოს, არ დააგვიანოს,  პირადი ჰიგიენა დაიცვას და უფროსების მიმართ პატივისცემა გამოხატოს. რაც შეეხება მშობლებს, მათ სკოლას აუცილებლად უნდა შეატყობინონ თუ მოსწავლე სხვადახვა მიზეზის გამო სკოლას გააცდენს. აღსანიშნავია, რომ ეს ჩვენთან იშვიათად ხდება.   ასევე, სკოლაც  მშობლებს ინფორმაციას სისტემატურად აწვდის.

ცხამის საჯარო სკოლა, დირექტორი გიორგი გულიაშვილი:

მოსწავლეთა წიგნიერებას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. სწორედ ამიტომ, უამრავი წიგნი გვაქვს შეძენილი და სკოლას კარგი ბიბლიოთეკა აქვს. მოსწავლეებს  მობილურების სკოლაში მოტანას არ ვუშლით, რადგან ეს თანამედროვე ტექნოლოგიაა და მისი სწორად გამოყენება საჭიროცაა.

ძველი ქანდის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა ნაკანი:

ჩვენთან დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლის სკოლაში დროულად გამოცხადებას. ასევე, სკოლისთვის შესაფერისს სამოსს. ჩვენი მოსწავლეები ინფორმირებულნი არიან, რომ მობილური გაკვეთილებზე თან არ უნდა ჰქონდეთ და ამ წესსაც ზედმიწევნით იცავენ.

ანაგის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა შანშაშვილი:

შინაგანაწესში  ყველაზე დიდ მნიშვნელობას უსაფრთხოებას ვანიჭებთ. ამისთვის სპეციალური განრიგიც გვაქვს დაწესებული, რომელიც მასწავლებლების მორიგეობას მოიცავს. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და მანდატურები არ გვყავს, თუმცა  -  ყველანაირად უსაფრთხო გარემოს ვქმნით. სწავლის პროცესში სკოლის შენობა იკეტება და როგორც უკვე აღვნიშნე, სკოლის უსაფრთხოებას მასწავლებლები აკონტროლებენ.  ასევე, მოსწავლეები თუ მობილურს მოიტანენ სკოლაში, კლასის ხელმძღვანელს აბარებენ, რომელიც მათ ტელეფონებს გაკვეთილების დასასრულს უბრუნებს.

ვახტანგისის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი ონიანი:

სტანდარტული შინაგანაწესი გვაქვს, რომელშიც მეტ ყურადღებას მოსწავლეთა ქცევის კოდექსს ვუთმობთ. მაგალითად, ძირითად აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ მოწაფეებმა არ უნდა დააგვიანონ, მათ შესაფერისად უნდა ეცვათ და რომ სკოლას უნდა გაუფრთხილდნენ. რაც შეეხება მობილურ ტელეფონს, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული წესი არ გვაქვს, თუმცა მოსწავლეები საკუთარი სურვილით არ ატარებენ მას სკოლაში. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე გვაქვს ყურადღება გამახვილებული.

ნახურციალოს საჯარო სკოლა, ირმა ადამია:

სტანდარტული შინაგანაწესი გვაქვს, სადაც, ალბათ, მოსწავლეთა უსაფრთხოებას გამოვყოფდით, რომელსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. აღვნიშნავ, რომ ჩვენ სკოლაში ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. მოსწავლეებს მობილურის ტარება არ ეკრძალებათ, თუმცა  მათ თავადვე იციან, რომ გაკვეთილებზე არ უნდა გამოიყენონ.

ბათუმის N26 საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ გოგიშვილი:

ჩვენთან ინგლისური ენის სწავლების ცენტრი არსებობს, რომელიც ინკლუზიურია, თუმცა ინტეგრირებული სწავლება მიმდინარეობს და ყველა მსურველი მოსწავლე იღებს განათლებას.  აღნიშნულის ფარგლებში გვყავს ფსიქოლოგი და ლოგოპედი, რომელიც ყველა მოსწავლეს მომსახურებას უწევენ. შინაგანაწესის მიხედვით, სკოლაში მისაღებ სამოსს ვითხოვთ. ასევე, ჩხრეკის ჩატარების უფლება გვაქვს - ბიჭებს მამაკაცი თანამშრომელი ამოწმებს, ხოლო გოგონებს - მანდატური ქალი. საბაზო საფეხურზე კი გამოცდები გვაქვს დანიშნული.

დიდი დმანისის საჯარო სკოლა, დირექტორი ლაურა ტატიშვილი:

შინაგანაწესში გამოვყოფდი წახალისების მეთოდებს, რომელიც მოსწავლეთა და პედაგოგთა დაჯილდოებას გულისხმობს. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, ამიტომ დიდი ბიუჯეტი არ გვაქვს, თუმცა, თუნდაც საკუთარი სახსრებით, წარმატებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს სიმბოლური, მცირე ჯილდოებით ვასაჩუქრებთ ხოლმე.

ჭოპორტის საჯარო სკოლა, დირექტორი თინა ზაქაიძე:

აქცენტს დისციპლინაზე ვაკეთებთ - მოსწავლემ სკოლა არ უნდა გააცდინოს და არ უნდა დააგვიანოს. ამასთან დაკავშირებით მასწავლებლები ყოველდღიურად მორიგეობენ და თუ რომელიმე მოწაფე სკოლაში არ მოვა, მშობლებს ვუკავშირდებით, რომ მიზეზები გავარკვიოთ. შესაბამისად,  მსგავსი შემთხვევები ჩვენ სკოლაში არ ხდება.

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა სონგულია:

სკოლის შინაგანაწესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას დისციპლინასა და მოსწავლეთა სამოსს ვაქცევთ. მაგალითად, მოწაფეებმა დახეული შარვლებით და აქსესუარებით არ უნდა იარონ. ასევე, დაუშვებელია  სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონის გამოყენება. მომავალი წლიდან კი სასკოლო ფორმების შემოღებას ვაპირებთ.

ჩხიკვთას საჯარო სკოლა, დირექტორი ვაჟა ბეგიაშვილი:

სკოლის შინაგანაწესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწავლის დონის ამაღლებასა და დისციპლინას ვუთმობთ. ასევე, ჩვენ სკოლაში შემწყნარებლობას დიდი ყურადღება ექცევა და  ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებისთვის მეთოდურ ლიტერატურასა და საუბრებს ვიყენებთ.

პავლეურის საჯარო სკოლა, დირექტორი მზია გაგელიძე:

შინაგანაწესში დიდ ყურადღებას მოსწავლეთა ეთიკას, დისციპლინასა და სკოლის უსაფრთხოებას ვანიჭებთ. ასევე, აღვნიშნავ, რომ მოსწავლეებს  მობილური ტელეფონის სკოლაში გამოყენება არ შეუძლიათ და თუ მაინც მოაქვთ, დამრიგებლებს აბარებენ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პასკის ცხობა წითელ პარასკევს დაუშვებელია - როდის მზადდება სააღდგომო ტკბილეული
დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის, ზიარებისა და მოწაფის მიერ მაცხოვრის გაცემის წინასწარმეტყველების დღე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ისვენებენ თუ არა სკოლები და ბაღები დიდ ხუთშაბათს - სამინისტრო აქტუალურ კითხვას პასუხობს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
განათლების როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში – ეს მუდმივი შემეცნებისა და სწავლების პროცესია
ჯიმითის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები ამ დღის აღსანიშნავად სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
 
მათ ღონისძიებაზე მიწვეული თანატოლებიც აიყოლიეს და ყვავილების სამყაროში მიიპატიჟეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება