სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასწავლო პროცესითა და ლექტორებით ევროპელ სტუდენტებთან შედარებით ქართველები ყველაზე კმაყოფილები არიან
15-11-2018
-
+


საქართველოში სტუდენტები ევროპული ქვეყნის სტუდენტებთან შედარებით, ნაკლებად კრიტიკულები არიან. საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ქართველი სტუდენტები გაცილებით კმაყოფილნი არიან უმაღლესში სწავლის პროცესითა და ლექტორებით, ვიდრე ჰოლანდიის, ნორვეგიის, ფინეთისა და სხვა ევროპული ქვეყნის სტუდენტები.

საერთაშორისო კვლევა „ევროსტუდენტის“ შედეგების მიხედვით, საქართველოში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების შეფასება სხვა ევროპული ქვეყნების სტუდენტების შეფასებისგან საკმაოდ განსხვავდება.

კვლევის მიხედვით, სტუდენტებს უნდა შეეფასებინათ რამდენად უწყობდნენ მათ ხელს ლექტორები, იყვნენ თუ არა ლექტორები დაინტერესებულნი მათი აკადემიური მოსწრებით და უწევდნენ თუ არა მიმდინარე სასწავლო პროგრამას რეკომენდაციას.

ქართველი სტუდენტების 76% აცხადებს, რომ ლექტორები ხელს უწყობენ და ახალისებენ მათ, მაშინ როცა აღნიშნულ კითხვაზე დადებით პასუხს ჩეხეთის სტუდენტების 58% სცემს, დანიის - 58%, ფინეთის - 60%, უნგრეთის - 51%, ჰოლანდიის 54% და ნორვეგიის - 57%.

კითხვაზე არიან თუ არა ლექტორები დაინტერესებულნი სტუდენტების აკადემიური მოსწრებით, დადებითად ქართველი სტუდენტების 69% პასუხობს, ჩეხეთისა და დანიის სტუდენტების 27%, ფინეთის - 42%, უნგრეთის - 34%, ჰოლანდიის - 39% ხოლო ნორვეგიის - 41%.

მიმდინარე სასწავლო პროგრამას კი ქართველი სტუდენტების 81% უწევს რეკომენდაციას, ჩეხეთის - 64%, დანიის - 75%, ფინეთის - 72%, უნგრეთის 64%, ჰოლანდიის - 73% და ნორვეგიის - 77%.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ განათლების ხარისხითა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის თვალსაზრისით, საქართველო მკვეთრად ჩამორჩება აღნიშნულ ქვეყნებს, ქართველი სტუდენტები მაინც კმაყოფილები არიან.

„საქართველოში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტების არაკრიტიკული შეფასებების მიზეზები ცალკე კვლევის საგანს წარმოადგენს, თუმცა ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოში სტუდენტები მკვეთრად დადებითად აფასებენ არა მხოლოდ მათ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მიმდინარე სწავლების პროცესს, არამედ სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებულ სხვა ისეთ კომპონენტებსაც, რომელთა ხარისხითაც საქართველო ევროპულ ქვეყნებს აშკარად ჩამორჩება“, - ნათქვამია საერთაშორისო კვლევაში.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება