| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უნდა გააგრძელონ თუ არა პედაგოგებმა მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული აქტივობების ჩატარება და კრედიტქულების დაგროვება მასწავლებელთა სქემაში ცვლილებების განხორციელებამდე - აღნიშნულ საკითხზე etaloni.ge მასწავლებელთა სახლის წარმომადგენელს ესაუბრა.
როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება და მასწავლებლებმაც სურვილის შემთხვევაში კრედიტქულების დაგროვება უნდა გააგრძელონ.
„სიახლეები თუ იქნება ცვლილებაც მერე იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვეულებრივად უნდა გააგრძელონ მასწავლებლებმა თავიანთი სქემით განსაზღვრული აქტივობების განხორციელება თუ ამის სურვილი ექნებათ“, - განგვიცხადეს ცენტრში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, მანანა რატიანის ცნობით, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში სტატუსთან დაკავშირებით ცვლილებები ცნობილი ამ სემესტრის ბოლომდე გახდება.
რატიანის განცხადებით, წამყვანი და უფროსი მასწავლებლებისთვის ე.წ. უვადო სტატუსი აღარ იარსებებს. ერთადერთი, ვისაც სტატუსის შენარჩუნებისთვის კრედიტქულების დაგროვება არ მოუწევთ, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები იქნებიან.
ასევე იხილეთ:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ