სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება
26-08-2026
-
+


ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 უკვე საბოლოოდ დასრულებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ჩარიცხვები, რანჟირების სიები და ყველა დეტალი ცნობილია.

ასევე ცნობილია ისიც, რომ 2026 წლის ტესტირებაზე ჯამში  დაახლოებით 43 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, თუმცა აქედან საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29481 აბიტურიენტი -  სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17 862 და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619.

გამოდის 13 500-მდე აბიტურიენტმა უმაღლესში სწავლის უფლება ვერ მოიპოვა, ეს კი რეგისტრირებულთა დაახლოებით 30 პროცენტია.

ახლა შევადაროთ აღნიშნული მონაცემები გასული წლის მაჩვენებლებს და ვნახოთ, როგორ შეიცვალა განათლების ხარისხი უკანასკნელ ერთ წელიწადში:

2025 წელს გამოცდებზე დაახლოებით 39 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათგან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა ვერ გააგრძელა დაახლოებით 18.7%-მა, ჩარიცხვების პროცენტული მაჩვენებელი კი 81.7 % იყო.

გამოდის, ამ ერთ წელიწადში პრიორიტეტად გამოცხადებულმა განათლებამ მინიმუმ 11 პროცენტიანი რეგრესი განიცადა, მით უმეტეს გასათვალისწინებელია, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების სირთულეზე ნაკლებად საუბრობდნენ აბიტურიენტები და არც რადიკალური ცვლილებები შეხებია ტესტებს, სტრუქტურასა თუ ფორმატს.

ბოლო ორი წლის სტატისტიკა ცხადყოფს რომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ილუზიების პერიოდი დასრულდა და „დოხთურის დიპლომიც“ ყველას ვერ ექნება. მიუხედავად იმისა, წელს გამოცდებზე 4 000-ით მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, 13 500-მდე აპლიკანტი უნივერსიტეტების მიღმა დარჩა. მიზეზებს ალბათ უფრო კომპეტენტური ადამიანები განმარტავენ და იმედია პასუხი გაეცემა მნიშვნელოვან კითხვას - არის თუ არა 2026 წლის საგამოცდო შედეგები „მასობრივი უმაღლესი განათლების“ დასასრულის დასაწყისი?!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება