სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

რა უარყოფით შედეგებს იწვევს უდისციპლინობა და როგორ მივაჩვიოთ ბავშვი წესრიგს
02-11-2018
-
+


დისციპლინა, იგივე პასუხისმგებლობა არსებული წესებისა და კანონების მიმართ, არის ის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ადამიანის წარმატებას განსაზღვრავს. სწორედ დისციპლინის მქონე პირები, რომლებიც შესასრულებელ სამუშაოს თუ გეგმას არ ივიწყებენ და მიზანდასახულად მიჰყვებიან, ქმნიან თვალსაჩინო შედეგებს. ეს ჩვევა კი ბავშვობიდან იღებს საფუძველს და როგორც ყველაფერი სხვა, ზრდასრულ ასაკში შედარებით ძნელად ასათვისებელი ხდება.

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დისციპლინას? - ამ თემაზე Etaloni.ge ფსიქოლოგ ქეთი მესხიშვილს ესაუბრა.

- რას ნიშნავს და მოიცავს დისციპლინა?

- დისციპლინა ნიშნავს მტკიცედ დადგენილ წესს, რომლის დაცვაც სავალდებულოა ყველა ადამიანისათვის. ყველა ოჯახს, ჯგუფს თუ ორგანიზაციას აქვს თავისი წესები, რომლებსაც მათი დისციპლინა შეგვიძლია ვუწოდოთ. გამოვყოფთ ასევე თვითდისციპლინას, რომელიც ერთგვარად ადამიანის საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავს. ბავშვებს ხშირად ექმნებათ ხოლმე პრობლემები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, როდესაც უდისციპლინოდ იქცევიან, ანუ რაღაც კონკრეტულ წესებს არღვევენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მშობლები ხანდახან ზედმეტად მომთხოვნები არიან და ბავშვებისაგან დისციპლინირებულობას მოითხოვენ,  რეალურად კი ასწავლიან ძალიან გულწრფელი, არავისთვის საზიანო და უსაფრთხო იმპულსების შეკავებას, რითაც შესაძლოა ის შედეგი მივიღოთ, რომ  ბავშვი ჩაიკეტოს და სოციალურ გარემოსთან ნორმალური ადაპტაცია გაუჭირდეს. აქედან გამომდინარე ეს ცნება - დისციპლინა,  ყველას განსხვავებულად ესმის.  მე ვიტყოდი, რომ დისციპლინირებულია ბავშვი რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის მოვლა და თვითგამოხატვა ისე, რომ სხვა ადამიანი არ დააზიანოს. შესაბამისად, უდისციპლინობას შესაძლოა გამოხატავდეს ბავშვის ქცევა, რომელიც  საკუთარ თავს ან გარშემო ვინმეს/ რაიმეს აზიანებს.

- როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დისციპლინას?


- ბავშვი ავტომატურად ეჩვევა და სწავლობს იმ დისციპლინას, რომელიც მის ოჯახში არსებობს. თუ მშობელს უნდა, რომ ბავშვის რაიმე ქცევა შეცვალოს და ამას უდისციპლინობას უკავშირებს, პირველ რიგში იმ სოციალურ გარემოს, ოჯახს გადახედოს, რომელშიც ის იზრდება. რამდენად აკეთებენ იმავეს ზრდასრულები? თუ აღმოაჩენს რომ მისი სურვილები არსებულ რეალობასთან თანხვედრაში არ მოდის, მაშინ ჯერ ამის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს. არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვს არასწორი აღზრდის გამო, სწორედ იმ მიზეზით, რომ მშობლები წესებისა და დისციპლინის სწავლების დროს თანმიმდევრულები არ არიან, ჩამოყალიბებული აქვს ქცევის დარღვევა და ასეთ დროს სპეციალისტის ჩარევა არის ხოლმე საჭირო.

- რა მოსდევს უდისციპლინობას, რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს ამ ჩვევას ზრდასრულ ასაკში?

- უდისციპლინობის გამო ადამიანებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა უჭირთ. ანუ საკუთარ ქცევას, ამ შემთხვევაში უდისციპლინოს, ავლენენ და გარემოდან უკურეაქცია, ანუ მისი არ მიღება, მათში გაურკვევლობის განცდას და აგრესიასაც კი იწვევს ხოლმე. მათ უჭირთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, აღიარება რომ რაღაც არასწორად გააკეთეს. ეს ხდება ხოლმე მაშინაც კი, როდესაც პიროვნება ხედავს იმ უარყოფით შედეგს, რომელიც მის ქცევას მოჰყვა. ამის მიზეზია სწორედ ბავშვობაში ადეკვატური რეაქციისა და შეფასების გარეშე დატოვებული ბავშვის უდისციპლინო ქცევა, რომელიც ბავშვის მიერ აღიქმება როგორც - დასაშვები.

- სად გადის ზღვარი თავისუფლებას, შემოქმედებითობას, სპონტანურობას და დისციპლინას შორის, ანუ როგორ უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი, რომ ბავშვი ზედმეტ ჩარჩოებში არ ჩავსვათ?

- ამის ყველაზე მარტივი, გასაგები და ეფექტური ინსტრუქცია ალბათ იქნება შემდეგი: დასაშვებია ის ქცევა, რომელიც არ მომიტანს ზიანს მე, როგორც პიროვნებას და არ დააზარალებს ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს. დასაშვებში ვგულისხმობ ადამიანის მიერ საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, ემოციური და კრეატიული არსების თვითგამოხატვას. ამით ადამიანი შეძლებს შექმნას თვითდისციპლინა, რომელიც საშუალებას იძლევა გვერდით მყოფი ადამიანებიც და, რა თქმა უნდა,  საკუთარი თავიც გაითვალისწინოს.

- და ბოლოს, შეიძლება თუ არა ამ ჩვევის ზრდასრულ ასაკში გამომუშავება და რა ხერხები არსებობს ამისთვის?

- პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ცვლის რაიმეს, როდესაც თავადვე სურს ეს და არა იმიტომ რომ - ასე უნდათ მისგან. ეს არის ის წინაპირობა, რომლის არსებობის შემთხვევაში ალბათ ყველაფრის შეცვლა და სწავლა შესაძლებელია. ის ადამიანები, რომლებიც გეგმას ხშირად ცვლიან, ან ბოლომდე ვერ მიჰყავთ დაწყებული საქმე, არ არიან აუცილებლად უდისციპლინოები. ზოგჯერ, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ადამიანს უბრალოდ არ უნდა იმის გაკეთება, რასაც აკეთებს. დისციპლინის სწავლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მთავარია გაცნობიერდეს არსებული უდისციპლინობა, რომელიც ყველა ადამიანს განსხვავებულად ესმის და რაც ერთისთვის უდისციპლინობაა, მეორესთვის ნორმა შეიძლება იყოს. ამის შემდეგ კი სასურველი დისციპლინა ანუ ქცევა უნდა განვსაზღვროთ და პრაქტიკაში გადმოვიტანოთ.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

9 იანვრიდან ამინდი აირევა: მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, თოვლი და ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტო 

ხელფასები იცვლება საათობრივი და დღიური დატვირთვის მიხედვით - განათლების სამინისტროს რომელი უწყების თანამშრომლებს ექნებათ განსხვავებული ანაზღაურება

რას ნიშნავს განვითარების ინდივიდუალური გეგმა, რომელიც ბაღებში საგანმანათლებლო პერსონალის კონსულტაციასაც ითვალისწინებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში დასაქმებულებს სახელმწიფო საშობაო ბონუსს ჩუქნის, რომელიც ერთი თვის ხელფასს უტოლდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ქარცეფის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა გულთბილად მიულოცეს მაყურებელსა და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი

ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები და მშობლები, რომლებმაც მოსწავლეები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს

პირველკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი და მხიარული სადღესასწაულო პროგრამა წარუდგინეს

საინტერესო

გოგოს ყველაზე პოპულარული სახელი წელს ნიცა, ბიჭის კი ალექსანდრე იყო  - პოპულარაული სახელების ხუთეული

სიახლეები
საზოგადოება