TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საგანმა „მე და საზოგადოება“ მოსწავლეების ქცევები და აზროვნება შეცვალა“ - სახელმძღვანელოს ავტორის შეფასება
30-10-2018
-
+


2018 წლის ახალ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის არის სრულიად ახალი საგანი „მე და საზოგადოება“, რომელმაც თავის დროზე მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება, პროტესტი და აღშფოთება გამოიწვია. სწორედ ამიტომ Etaloni.ge სახელმძღვანელოს ავტორს, ნინო ტალახაძეს დაუკავშირდა, რათა მისგან გაეგო როგორ მიმდინარეობს სახელმძღვანელოს სწავლების პროცესი და რა გამოხმაურება აქვს ახალ საგანს.

როგორც წიგნის ავტორმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით უკუკავშირი იმდენად დიდია, რომ ხშირად სრულიად უცნობი ადამიანები, მასწავლებლები უკავშირდებიან იმის სათქმელად თუ როგორ შეცვალა ასეთ მცირე დროში ამ სახელმძღვანელომ მოსწავლეების ქცევები და აზროვნება.

„ძალიან დიდი ხანია ამ სფეროში ვარ, თავად ტრენერების ტრენერი ვარ და მასწავლებლებთან კონტაქტი ჩემთვის ჩვეული მდგომარეობაა. მანამდეც, ვიდრე საკონკურსოდ გავიტანდი წიგნს, მასწავლებლებს ვთხოვდი საგაკვეთილო საათის ფარგლებში გამოეცადათ გაკვეთილი, რადგან ხშირად ავტორს ჰგონია, რომ ძალიან კარგი გაკვეთილია, თუმცა პრაქტიკაში ასე არ არის.

საინტერესოა, რომ სრულიად უცნობი ადამიანები - კათედრის გამგეები, პედაგოგები, რომლებთანაც ადრე არანაირი კონტაქტი არ მქონია, მატყობინებენ როგორი კმაყოფილები არიან ამ სახელმძღვანელოებით, როგორი კმაყოფილები არიან მშობლები. მაგალითად წეროვანის სკოლიდან დამირეკა ერთ-ერთმა მასწავლებელმა, რომელთანაც მანამდე შეხება არ მქონია და მითხრა, როგორი კმაყოფილი იყო ამ წიგნით და როგორ შეიცვალა მოსწავლეების დამოკიდებულება და ურთიერთობები, რომ ისინი იყენებდნენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა უკაცრავად, თუ შეიძლება, გმადლობთ; ეკითხებიან მშობლებს აქვთ თუ არა ოჯახური ტრადიციები, ეძებენ რელიქვიებს და ა.შ... ეს იყო ამ საგნის დანიშნულებაც, რომ ბავშვებს დავანახოთ და გავუღრმავოთ სკოლის, ოჯახის, მასწავლებლის, სამშობლოს სიყვარული და გავაგებინოთ რას გულისხმობს ეს სიყვარული.

მესამე-მეოთხე კლასელ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ და ველაპარაკოთ პირდაპირ თუ ირიბად სიყვარულზე, თანადგომაზე, ზრუნვაზე, რათა შემდგომ მაღალ კლასებში არ გაუჩნდეთ სხვისი დაჩაგვრის ან ქვის სროლის სურვილი. ეს იყო ამ საგნის მიზანი, თორემ სამოქალაქო განათლება მე-9 და მე-10 კლასებში ისწავლება, მაგრამ ამ ასაკში ბავშვებს უკვე ჩამოყალიბებული აქვთ ბევრი რამ და რაღაცების შეცვლა ძალიან რთულია.

მასწავლებლების მხრიდან არის ძალიან დიდი დაინტერესება. მომწონს ისიც თუ როგორ ატარებენ მასწავლებლები გაკვეთილს. მასალა აბსოლუტურად პოზიტივზეა დაფუძნებული. სიყვარული, სიკეთე, შემწყნარებლობა არის ის, რასაც წიგნიდან სწავლობენ ბავშვები, რაც ასე აკლია ჩვენს საზოგადოებას და მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ უკუკავშირით, რომელიც ჩემთან ხორციელდება მასწავლებლების მხრიდან“, - აცხადებს წიგნის ავტორი.

რაც შეეხება საგნის მიმართ საზოგადოების თავდაპირველ დამოკიდებულებას, ნინო ტალახაძე ამას არასწორი ინფორმაციის გავრცელებას უკავშირებს. მისი თქმით, საზოგადოებაში ვრცელდებოდა ისეთი მასალა, რომელიც არც მისთვის და არც მისი სხვა კოლეგებისთვის არ იყო ცნობილი.

„როგორც მე მითხრეს ახლახანს ერთ-ერთ კერძო სკოლის დირექტორს უთქვამს, რომ სატანური წიგნია და არ შევიტან სკოლაშიო. რეალურად სახელმძღვანელოზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო, სწორედ ამ დროს განათლების სამინისტროში დაგვიბარეს ის ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო განათლების საკითხებზე ვმუშაობდით, გადმოგვცეს სტანდარტი და გვთხოვეს გამოგვეთქვა ჩვენი აზრი. 

ფაილი, რომელიც მე ჩავაბარე განათლების სამინისტროს 2015 წლით თარიღდება, ხოლო როცა ვნახე რას აპროტესტებდნენ ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩვენ არ გვქონდა ასეთი მასალა. არც იმის ფიქრი მაქვს, რომ ამ ხალხმა თავად მოიგონა რაღაც, სავარაუდოდ, მათ ნახეს ისეთი რაღაც, რაც ჩვენთვის არ იყო ხელმისაწვდომი, ვინაიდან სამინისტრომ ჩვენ მოგვცა სტანდარტი, რაც აბსოლუტურად არ იყო იმის მსგავსი, რაც ვრცელდებოდა. ჩვენთვის დღემდე გამოცანაა რა მასალები ვრცელდებოდა. სწორად ამ უკმაყოფილებისა და განხილვების შემდგომ გადაიდოო სკოლებში სახელმძღვანელოს შეტანა და 2015 წლის მაგივრად მისი სწავლა 2018-2019 სასწავლო წელს დაიწყო“, - გვითხრა წიგნის ავტორმა ნინო ტალახაძემ.

ამავე თემაზე იხილეთ რატომ გამოიწვია გაუგებრობა „მე და საზოგადოებამ“ და რას ისწავლიან ბავშვები ამ საგნით


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

დირექტორები თანამდებობაზე წერილობითი თანხმობით დარჩებიან - მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება

ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები

ატესტატის მისაღებად განაცხადების გაკეთება 20 ივნისიდან დაიწყება - დეტალები 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას პროფესიონალი რეჟისორი არ ჰყავდა, მონაწილეებმა საკუთარი იდეებითა და შემოქმედებითი ხედვით შთამბეჭდავი სანახაობა შექმნეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება