სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „მეგასკოლაში“ საინტერესო პროექტი განხორციელდა
29-10-2018
-
+


ბათუმის კერძო სკოლა „მეგასკოლაში“ პროექტი „სასწავლო კანფეტები“ განხორციელდა. 

პროექტის შესახებ სკოლის წარმომადგენელმა საინფორმაციო წერილი გამოაგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„სწავლა რთული პროცესია, მაგრამ მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, რამდენად აღიქვამს მოსწავლე ამა თუ იმ პრობლემას და სიღრმისეულად გაიაზრებს საკითხს. დღეს ყველა „სასწავლო კანფეტებზე“ საუბრობს. უამრავ ბრალდებას უყენებენ ჯანი როდარის, რას არ სწამებენ: ბავშვების განვითარებას აბრკოლებსო, კანფეტი და შოკოლადის რძე რა სკოლის საქმეაო, ამიტომაც მეგასკოლაში გაკვეთილი სწორედ ბავშვის ჰარმონიული განვითარების პრინციპზე აიგო. 

ულამაზესი ბროწეულის ყვავილის აფეთქებაც შეიგრძნეს პატარებმა და ამით ბუნების სასწაულმოქმედებაც გაიაზრეს, პიტნის სურნელმა მათემატიკური ამოცანების ამოხსნის საღერღელი აუშალა მათ, შოკოლადის რძემ და ხილის კანფეტებმა გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გახადა, ხილის სურნელით გაიჟღინთა პოეზია და  „ხელმარჯვე ოსტატიც“ შეიყვარეს პატარებმა (ამით ქართულ მულტიფიკაციასაც ჯეროვანი პატივი მივაგეთ) და ტექსტიც სიღმრმისეულად გაიაზრეს. 

მათ აღმოაჩინეს, რომ სწავლა ყველა პლანეტისთვის აუცილებელი პროცესია. ჩვენი დახმარებით წარმოსახვათა სამყაროც ავაფერადეთ და პატარებმა საოცნებო სკოლის მაკეტები უნდა შექმნან, იდეალური მასწავლებლის ტიპაჟიც გამოძერწონ. ბოლოს კი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარების ფორმულაც მივიღეთ: ოსტატ მასწავლებელს + წარმოსახვათა მრავალფეროვნება + ცოცხალი თვალსაჩინოება + სიხალისე + რეტრო საგანძური + მოსწავლეთა ჩართულობა = მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი

ასე ასწავლიან მეგასკოლაში“. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება