სიახლეები
ეტალონი

წყალტუბოს სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ!
25-10-2018
-
+


31 ოქტომბერს წყალტუბოში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები გაუწევენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდებიან ტესტირების პროცესს და შეაფასებენ მოსწავლეთა ტესტებს.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები 11 დეკემბერს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას და ერთმანეთს „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-2019 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონი“ სიახლეებითა და გამოწვევებით დატვირთულ 2022 წელს აჯამებს 
გურამ მაჭარაშვილს საქვეყნო მნიშვნელობის დეპუტატის წოდება მიენიჭა
სიახლეები
ბაღებს ვალდებულების შესასრულებლად 10 დღე აქვთ - დეტალები
სასწავლო გაჩერებები - როგორ დავგეგმოთ და როდის გამოვიყენოთ მეთოდი?

„ბავშვებს გასაგებად უნდა ავუხსნათ, როგორ მოიქცნენ უცხოსთან ან თუნდაც ახლობელთან, რომელსაც საეჭვო ქცევებს შეამჩნევენ“

პიროვნება
„მშობლებმა არჩევანი მოტივირებულ, კარგად მომზადებულ მასწავლებლებზე და მოწესრიგებულ სასწავლო გარემოზე უნდა შეაჩერონ“
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სკოლის პედაგოგები მუდმივად სიახლეების ძიებაში არიან...“
„ჩემი თვალით დანახული ბავშვები ცხოვრებაზე ძალიან შეყვარებულები, ლაღები არიან“
„სასკოლო საზოგადოების წარმატებისა თუ წარუმატებლობის საფუძველი ადამიანური ურთიერთობებია“
„მხოლოდ ახლა, სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, გავიაზრე ბევრი რამ სხვაგვარად“
სკოლები
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განვითარებას ხელს უწყობს
ეკოკომიტეტის წევრებმა ჩაატარეს გამოკითხვა 5 პრიორიტეტულ თემაზე, რომელთაგან ერთ-ერთი სამუშაოდ უნდა შერჩეული.
მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ არ ითვლიან ქრომოსომებს და ამასთან დაკავშირებით საინტერესო პლაკატი მოამზადეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებს პრეზენტაცია მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, მაგდა ბერიძემ წარუდგინა.
საინტერესო
სასწავლო გაჩერებები - როგორ დავგეგმოთ და როდის გამოვიყენოთ მეთოდი?
თუ მოსწავლე ოჯახზე დასმულ კითხვას არ პასუხობს, მას პატივი უნდა სცეთ და დაზუსტება არ მოსთხოვოთ
Gen Z; მილენიალები; Gen Alpha; X თაობა - როგორ იშიფრება და რას ნიშნავს თაობათა აღმნიშვნელი ეს სიტყვები
იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინონ, გააქტიურდნენ და მოტივაცია გაეზარდოთ...
სიახლეები
საზოგადოება