სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ვინ იყო საქართველოს განათლების პირველი მინისტრი
26-10-2018
-
+


პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი და განათლების პირველი მინისტრი 1918-1919 წლებში გიორგი ლასხიშვილი იყო. მანამდე, სანამ მისი მინისტრობის პერიოდს გაგაცნობდეთ, მოკლედ მოგიყვებით გიორგი ლასხიშვილის განათლებისა და მისი რევოლუციური საქმიანობის შესახებ.

გიორგი ლასხიშვილმა სწავლა ქართულ კლასიკურ გიმნაზიაში დაიწყო, იქვე ჩამოყალიბდა, როგორც ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი პიროვნება. სრულიად ახალგაზრდამ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „სტვირი“, რომელიც ებრძოდა ყველაფერს, რაც ანტიქართული იყო და დაუღალავად იბრძოდა იმ ყველაფრის დასაცავად, რაც ქართული იყო. გიმნაზიის შემდგომ სწავლა ოდესის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, სადაც აქტიურად იყო ჩართული რევოლუციურ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ნაროდნაია ვოლიას“ სამხრეთის ჯგუფის მუშაობაში. სტუდენტობის პერიოდში აკრიტიკებდა მეფის თვითმპყრობელობას და მხარს უჭერდა საზოგადოებაში დემოკრატიული წესების დამკვიდრებას.

საბოლოოდ, მისი რევოლუციური საქმიანობის გამო, იგი ციმბირში გადაასახლეს, სადაც შვიდ წელზე მეტი დაჰყო. ციმბირიდან დაბრუნებული ლასხიშვილი საქართველოში 1894 წელს დაბრუნდა, ხოლო 1895 წლიდან  მუშაობდა "ივერიის" რედაქციაში დაიწყო, სადაც „ლალის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე. ასევე თანამშრომლობდა „ნოვოე ობოზრენიეში“, „მოამბეში“, „კვალში“.

ამავე პერიოდში მან მიზნად დაისახა შეექმნა ეროვნულ მიმდინარეობათა გამაერთიანებელი ორგანიზაცია. ამ მიზნით „ივერიაში“ თავი მოუყარა ახალგაზრდა პუბლიცისტ-ინტელიგენტთა რადიკალურად განწყობილ ჯგუფს. როდესაც გაზეთი „ივერია“ დაიხურა (1896), ეს ჯგუფი „ცნობის ფურცლის“ გარშემო გაერთიანდა, რომლის ფაქტიური რედაქტორი თვითონ გიორგი ლასხიშვილი იყო.  სწორედ აქ ჩაისახა მომავალი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, რომლის პრაქტიკული ხელმძღვანელობაც მანვე იტვირთა.

ხოლო 1905 წელს პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ "საქართველოს" ერთ-ერთი რედაქტორი. ეს აქტივობა უყურადღებოდ არ დარჩენია ხელისუფლებას, რომელმაც 1910 წელს ფედერალისტური პარტიის მთავარი კომიტეტის ლიკვიდაცია მოახდინა, გიორგი ლასხიშვილი კი ჯერ 7 თვით ჩასვეს მეტეხის ციხეში, ხოლო შემდეგ 5 წლით ცხოვრება აუკრძალეს კავკასიაში. მან საცხოვრებლად ხარკოვი აირჩია, სადაც სამი წელი დაჰყო. შემდეგ ბაქოში გადასვლა მოახერხა დასთან; მოგვიანებით დაბრუნდა თბილისში.

რაც შეეხება მისი განათლების მინისტრობის პერიოდს, ნიშანდობლივია ითქვას, რომ 19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში დაიწყო განათლების სფეროს პოლიტიკური პროცესის სისტემურ ნაწილად ჩამოყალიბება. “სამოციანელთა“ წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რამაც განაპირობა განათლების მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტად და საზოგადოებრივი განხილვების ერთ-ერთ მთავარ თემად გადაქცევა. დიდი სამოქალაქო აქტივიზმის შედეგად მოახერხეს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში მოხვედრაც.

გიორგი ლასხიშვილი კი 1918 წელს საქართველოს პირველი სახალხო განათლების მინისტრი გახდა. რის შემდეგაც მან უმთავრეს მიზნად დაისახა რესპუბლიკაში უფასო საშუალო განათლების დაწესება, რომელიც იმავდროულად ყველა მოზარდისთვის სავალდებულო იქნებოდა. მისი აზრით, საქართველოს ყველა თემს თვითმმართველ ერთეულს დაქვემდებარებული სახალხო სკოლები უნდა ჰქონოდა. სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო დისციპლინები უნდა დანერგილიყო. გარდა სასკოლო საგნებისა, საშუალო განათლება რომელიმე ხელობის სრულყოფილად შესწავლასაც ითვალისწინებდა.

ფედერალისტის მინისტრობისას მომზადდა ნიადაგი იმისათვის, რომ 1918 წლის იანვარში დაფუძნებულ თბილისის ქართულ უნივერსიტეტს სახელმწიფო სასწავლებლის სტატუსი მინიჭებოდა. სამწუხაროდ, ოპოზიციონერი სახელმწიფო მოღვაწე რამდენიმე თვეში ჩამოაშორეს თანამდებობას, მან გარკვეულწილად შეძლო მოახერხა ღარიბ სახელმწიფოში განათლების სისტემის მამოძრავებელი ზამბარისათვის პირველი ბიძგის მიცემა.

სწორად მისი დაუცხრომელი მოღვაწეობის შედეგად 1918-1921 წლებში საფუძველი ჩაეყარა არაერთ საგანმანათლებლო-აღმზრდელობით დაწესებულებას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღნიშნოს მისი, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის ქმედითი მონაწილეობა ჩვენი ეროვნული უნივერსიტეტისა და თბილისის კონსერვატორიის დაარსების, სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების შემოღების საქმეში და სხვა.

გიორგი ლასხიშვილი 1931 წლის 13 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება