სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვებზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა - უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები
23-10-2018
-
+


"მოსწავლეებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ რამდენიმე მასწავლებელი მათ მანდატურებთან მეგობრულ ურთიერთობას უკრძალავს, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ბავშვებზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა", - აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველი თბილისის N202-ე საჯარო სკოლის მონიტორინგის ჩატარების შემდგომ აცხადებს.

2018 წელს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა თბილისის N202 საჯარო სკოლის (უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი) მონიტორინგი განახორციელა. სკოლა  სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პანსიონურ მომსახურებას უწევს მხედველობისა და სხვა თანმხლები დარღვევების მქონე ბავშვებს.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგმა გამოავლინა რიგი დარღვევები, როგორც ინსტიტუციური მოწყობის, ასევე ხარვეზიანი რეგულაციების და მავნე პრაქტიკის არსებობის კუთხით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პანსიონური მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ცხოვრების პირობები, სადაც მისაწვდომობა, უსაფრთხოება, კვება და სამედიცინო მომსახურება ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად. სკოლაში არ არის დანერგილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ძალადობის პრევენციის სერვისები, ასევე არ არსებობს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის რესურსი.

„დადგინდა, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას წარმოადგინეს მათი უწყვეტი ვიზუალური და ფიზიკური კონტროლი, რაც ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის მხრიდან საკმაოდ უხეში ფორმებით ხორციელდება.
 
მაგალითად, უსინათლო და მცირემხედველი ბავშვები აღნიშნავენ, რომ ძალიან ხშირად მათ ესმით ხმა, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა და რადგან ამას მხედველობით ვერ აღიქვამენ, ხოლო შემოსული პირი, სავარაუდოდ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, თავს არ წარადგენს, ბავშვები ხმამაღლა სვამენ კითხვას თუ ვინ არის შემოსული პირი და რა მიზნით შემოვიდა, მაგრამ უმეტესად ამაზე პასუხს ვერ იღებენ, რაც მათთვის დამამცირებელია და პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევას წარმოადგენს. აღნიშნულის გამო, ისინი ვერ ახერხებენ მეგობრებთან სრულფასოვან ურთიერთობას, აქვთ მუდმივი კონტროლის და ჩარევის განცდა.

კრიტიკას ვერ უძლებს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამორტიზებულია, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია სსსმ მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის“, - ნათვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. 

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სკოლის პერსონალი სათანადოდ არ მუშაობს უსინათლო მოსწავლეთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განსავითარებლად. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ცოდნა მობილობასა და ორიენტაციაზე, ასევე თეთრ ხელჯოხზე საკმაოდ მწირია. სკოლის მოსწავლეები არ არიან უზრუნველყოფილნი შესაბამისი ზომისა თუ მოდიფიკაციის თეთრი ხელჯოხებით და სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შესწავლილ და  გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა  პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციებით მიმართა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

40 ახალი კადრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - განაცხადის ფორმა, ვადები და სხვა დეტალები ცნობილია

თემურ ლენგი, კეისარი და პომპეუსი ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტირების სირთულეს აფასებენ

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტები კიდევ ერთ საგანში ცნობილია

საგამოცდო სესიაზე დაგვიანებით 5 აპლიკანტი მივიდა - ცნობილია, რამდენი რეგისტრირებული არ გამოცხადდა გამოცდაზე 

ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო !

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

შემოქმედებითი გუნდის წევრები არიან - ანამარია გვარჯალაძე, ელენე ფუტკარაძე, ანანო ვაშაყმაძე, ნინი ვაშაყმაძე, თეკლა ძნელაძე და მარიამ გოგუაძე

განახლებული სივრცე მოსწავლეებს უკეთეს პირობებს შეუქმნის როგორც სპორტის გაკვეთილების, ისე სხვადასხვა ტურნირისთვის მოსამზადებლად

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება