სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როდის გაჩნდა სასკოლო ფორმა და როგორ გამოიყურებოდა ის
25-09-2018
-
+


საზოგადოება ხშირად კამათობს სჭირდება თუ არა სკოლის მოსწავლეს სასკოლო ფორმა.

მომხრეების არგუმენტები არის ის, რომ ფორმა მოსწავლეს საშუალებას აძლევს სოციალური მდგომარეობის მიუხედავად სხვებისგან არ გამოირჩეოდეს და ასევე, ბავშვს სასწავლო პროცესის დროს სხვების ჩაცმულობაზე ყურადღება არ ეფანტება.

სკოლის ფორმის მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ სპეციალური ტანსაცმელი ბავშვს ჩარჩოებში სვამს, მშობლებს კი ასეთი სამოსის შესაძენად ზედმეტის გადახდა უწევთ. 

etaloni.ge გთავაზობთ მოკლე ისტორიულ მიმოხილვას როდის გაჩნდა სასკოლო ფორმა და როგორ გამოიყურებოდა ის.

როდის გაჩნდა სკოლის ფორმა

სკოლის ფორმის „დაბადების დღის“ განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან პირველი სკოლები ჩვ.წ.აღ-მდე გაჩნდა. უკვე ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით III ათასი წლის წინ შუამდინარეთის ბევრი ქალაქის ტაძრებში სკოლები იყო მოწყობილი.

სპეციალური ფორმა სკოლის მოსწავლეებს არ ჰქონდათ, მათ უნდა ჩაეცვათ ისე როგორ მომავალ მწიგნობრებს: მოკლე ხიტონი (ერთგვარი პერანგი), ტყავის აბჯარი და ქლამიდი (ერთგვარი ლაბადა).


ასეთ ფორმას ათასობით წლის განმავლობაში ატარებდნენ ახალგაზრდები, რომლებიც მეცნიერებებს სწავლობდნენ. მაგრამ, ჯერ კიდევ მაშინ, განმასხვავებელი ნიშნები გაჩნდა. 

მაგალითად, ძველ საბერძნეთში არისტოტელეს მოწაფეები სპეციალური აღმოსავლური კვანძით იკრავდნენ ჰასლტუხებს და მარცხენა მხარზე გადააგდებულ თეთრ ტოგებს ატარებდნენ.

ძველი ინდოელები სწავლობდნენ ე.წ „ოჯახურ სკოლებში“. მოსწავლეები ცხოვრობდნენ მამა-მასწავლებელის სახლში. მეცადინეობებზე კი მიდოდნენ დჰოტი კურტათი - ასე ეძახდნენ სამოსს რომელიც ორი ელემენტისგან შედგებოდა. 

ქვედატანზე სქელ ნაჭერს იხვევდნენ, ზედატანზე კი პერანგი ეცვათ, რომელიც სხვადასხვა კასტაში განსხვავებული ფერის იყო. ბუდიზმის განვითარებასთან ერთად I-VI საუკუნეებში დჰოტი კურტა კურტით და პაჯამით (გრძელი პერანგი და ფართე შერვალი) შეიცვალა.

რა ბედი ეწია ფორმას შუა საუკუნეებში

შუასაუკუნეებში ევროპაში, განათლებისთვის „ბნელი“ ხანა დადგა. ინსტიტუტები და სკოლები ფაქტობრივად განადგურდა. ასეთ ბედს მხოლოდ მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი საეკლესიო სკოლები გადაურჩა. იმ დროს სკოლის ფორმას ჩვეულებრივი სამონასტრო ტანსაცმელი წარმოადგენდა. 

აღნიშნული პერიოდის შემდეგ პირველად სკოლის ფორმა ინგლისში შემოიღეს. 1552 წელს Christ’sHospital გაჩნდა - სკოლები ობლებისთვის და ღარიბი ოჯახების შვილებისთვის. მოსწავლებისთვის სპეციალურ კოსტუმებს კერავდნენ, რომელიც მუქი ლურჯი ქურთუკისგან, ტყავის ქამრისგან და მოკლე შარვლისგან შედგებოდა. ეს ფორმა დღემდე არსებობს, მაგრამ დღეს მას დიდი ბრიტანეთის მომავალი ელიტა ატარებს. 


დღეს, სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის, დიდი ბრიტანეთში ფორმა ელიტარულობის სიმბოლოა. იგი ნატურალური მასალისგან იკერება, ამასთან ფასონი კონკრეტული სკოლისა და უნივერსიტეტისთვის იქმნება.

იმ ქვეყნებში კი, სადაც სახელმწიფო მმართველობის ტოტალური რეჟიმია (სირია, ჩრდილოეთ კორეა) ან სუსტი ეკონომიკა აქვს (კენია და ნიგერიაა) სკოლებისთვის ფორმა მკაცრად რეგლამენტირებულია, შეკერილია იაფფასიანი ნაჭრით და საზოგადოებაში კლასობრივი განსხვავების წაშლას ემსახურება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები

ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ და ამაგდარი მასწავლებლის კოლეგებმა აღნიშნეს პატიკო ქარდავას მრავალწლიანი ღვაწლი

სასწავლო პროცესის ამგვარი ფორმატი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სახელმძღვანელოში მიღებული ცოდნა რეალურ მხატვრულ გარემოს დაუკავშირონ
 

სკოლაში სხავადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება