TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
წიგნები

ორი სამყაროს მწერალი - ჰარუკი მურაკამი ნობელის ალტერნატიული პრემიის მოლოდინში
10-09-2018
-
+


ის იყო მუდამ ფავორიტი, თუმცა არასდროს გამარჯვებული - ამ სიტყვებით შეიძლება დაახასიათო ცნობილი იაპონელი მწერალი და ნოველისტი ჰარუკი მურაკამი.

და თუ რატომ ასე, ამას ცოტა ქვემოთ მოგიყვებით, მანამდე კი ორი სამყაროს მწერლის შესახებ ვისაუბროთ. 

თანამედროვე იაპონელი მწერალი და მთარგმნელი ჰარუკი მურაკამი 1949 წელს კიოტოში დაიბადა. მწერლის მამა ბუდისტი მღვდლის შვილი იყო, დედა კი - ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილი. ორივე მათგანი იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდა. 

მომავალი მწერალი ამერიკულ ნაწარმოებებზე გაიზარდა. ამის გამო, მის წიგნებში სტილი უფრო თავისუფალი და სხარტია, ვიდრე სხვა იაპონელი მწერლების ნაწარმოებებში. 

მურაკამი ტოკიოში, ვასედას უნივერსიტეტში თეატრალურ ხელოვნებას სწავლობდა, როცა მომავალი მეუღლე, იოკო გაიცნო. მისი პირველი სამსახური აუდიოდისკების მაღაზია იყო, სადაც მისი ცნობილი გმირი ტორუ ვატანაბე („ნოვეგიული ტყე“) მუშაობს. 

1974 წელს მურაკამიმ ჯაზ-ბარი „Peter Cat“ გახსნა, რომელიც 1974-82 წლებში ფუნქციონირებდა. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მის რომანთა უმრავლესობას მუსიკალური თემა აქვს და სათაურები გარკვეულ სიმღერას მიუთითებს. 

მისი პირველი წიგნი მასავით მოულოდნელობას უკავშირდება. ერთხელ, როცა მწერალი ბარში იჯდა და ბეისბოლს უყურებდა, მიხვდა, რომ რომანის დაწერა შეეძლო. ამ დღის შემდეგ ის გვიანობამდე იჯდა ბარში და წერდა. ასე შეიქმნა „უსმინე ქარის სიმღერას“, რომელმაც ჯერ ჟურნალ „გუნძო“-ს პრესტიჟული პრემია მოიპოვა ახალბედა ავტორებისთვის, შემდეგ კი ლიტერატურული ჟურნალ „ნომა“-ს პრემია. წლის ბოლოს „უსმინე ქარის სიმღერას“ 150 000-იანი ტირაჟით გაიყიდა და და ჰარუკი მურაკამის ლიტერატურული კარიერაც დაიწყო. 

მისი ამბები დასაბამს ორი სამყაროდან იღებს. იაპონია და ამერიკა მუდამ ცხოვრობს ჰარუკი მურაკამის გონებაში, ხოლო მისტიური და ამოუცნობი სიუჟეტი მისი სავიზიტო ბარათია. 

მის წიგნებს სხვების წიგნებიდან უცნაური სახელები, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ამბები, მოულოდნელი სიუჟეტები, ორიგინალური ისტორიები განასხვავებს და სწორედ ამან შექმნა ის მთელი მსოფლიოსთვის საყვარელ მწერლად. 

წელს ჰარუკი მურაკამი ნობელის ალტერნატიული პრემიის ლაურეატთა ოთხეულშია და მთელი სამყარო ელოდება, რომ მისთვის კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. 

ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც მურაკამი ფავორიტია. თუმცა ამ სტატუსის მიუხედავად, შარშან ნობელის პრემია კაზუო იშიგურომ მიიღო, 2016-ში ბობ დილანმა, ხოლო 2015-ში კი -  სვეტლანა ალეექსეევიჩმა. 

ნობელის ალტერნატიული პრემიის დაჯილდოება 14 ოქტომბერს, შვედეთში გაიმართება. 

იხილეთ ასევე: 2018 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არ გაიცემა - რა გახდა სკანდალის მიზეზი 

ჰარუკი მურაკამის 5 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება