სიახლეები
საინტერესო

როგორია მასწავლებელთა დრეს-კოდი სხავადასხვა ქვეყანაში და სად არის აკრძალული ჯინსები
06-09-2018
-
+


გარეგნულ იერსახესთან დაკავშირებით ბევრ პროფესიაში გარკვეული მოთხოვნები არსებობს, პედაგოგობას რაც შეეხება, მასწავლებლებისთვის ოფიციალური დრეს-კოდი არ მოქმედებს. 

ჩვენთან მასწავლებლის ჩაცმულობას სკოლების შინაგანაწესები არეგულირებს, სადაც წერია, რომ მათ „შესაფერისად“ უნდა ეცვათ.

საინტერესოა რა ვითარებაა ამ მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.


აშშ-ში პედაგოგის ჩაცმულობაზე ერთიანი შეხედულება არ არსებობს. ეს საკითხი თითოეული შტატის ან სკოლის პასუხისმგებლობის ქვეშაა. ამიტომ სხვადასხვა სკოლაში განსხვავებული მიდგომებია. 

ბოლო წლებში აშშ-ში მასწავლებელთა ჩაცმულობა ხშირად განხილვის საგანია. იმის პარალელურად, თუ როგორ იზრდება იმ სკოლათა რიცხვი, სადაც მოსწავლეები ფორმით დადიან, სულ უფრო მეტ სასწავლო დაწესებულება აწესებს გარკვეული სახის შეზღუდვებს მასწავლებლებისთვის. 

ამასთან, პედაგოგებს ჩაცმის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატორები მეტწილად მშობლები არიან. თუ ბავშვები რაიმე მიზეზით რომელიმე პედაგოგის გარეგნობით აღფრთოვანებულნი არიან და ამის შესახემ მშობლებს უყვებიან, ზრდასრულები უმალვე სკოლის ხელმძღვანელობას ჩივილით მიმართავენ.

ამ მხრივ ერთ-ერთი კონსერვატიული არიზონას შტატია. რამდენიმე წლის წინ, შტატის ერთ-ერთმა სკოლამ მასწავლებლებს მოკლე ქვედაბოლოების, შორტების, სანდლების, ზედმეტად მოტკეცილი ან გამჭვირვალე ტანსაცმლის და ღრმა დეკოლტიანი ზედების ჩაცმა აუკრძალა. მაგრამ ეს მშობლებმა არასაკმარისად ჩათვალეს და მალევე მასწავლებლები თმის ფერში, სვირინგებისა და პირსინგების გაკეთებაში შეზღუდეს.

ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლა უფრო შორს წავიდა და მასწავლებლებს ჯინსის ჩაცმა საერთოდ აუკრძალა. ვისკონსინის შტატში 2011 წლიდან არ შეიძლება სკოლის მოსწავლეებთან სპორტულ ტანსაცმელში გამოჩენა. ზოგიერთი სკოლა მამაკაც პედაგოგებს წვერისა და ულვაშების ტარებას უშლის. სხვები არ მიესალმებიან სამკაულებს და მკვეთრ მაკიაჟს.

მაგრამ ყველა ასეთი წუნია არ არის. მაგალითად, ლოს-ანჯელესის საგანმანათლებლო ცენტრი მასწავლებლისგან მოითხოვს მხოლოდ იყოს „სუფთა და მოვლილი “. ვირჯინიაში კი ფიქრობენ, რომ ტანსაცმელმა პედაგოგის პროფესიონალიზმი უნდა ასახოს.


პაკისტანი. ძნელი წარმოსადგენია, რომ პაკისტანელი მასწავლებლები დრეს-კოდს უგულებელყოფდნენ. აქ მასწავლებლები საუკუნეების მანძილზე ტრადიციულ ტანსაცმელს ატარებენ.

ამასთან, თუ მამაკაცის კოსტიუმი მეტნაკლებად მოსახერხებელია და ქვეყნის კლიმატურ პირობებს გარკვეულწილად ერგება, ქალ პედაგოგებს მკაცრ წესებთან შეგუება უწევთ. უნიფორმის აუცილებელი ატრიბუტია ჰიჯაბი.

თურქეთში მასწავლებლის გარეგნულ იერსახეს სერიოზულად უდგებიან. სტამბულის ერთ-ერთი ლიცეუმის მასწავლებლის სამუშაო ხელშეკრულებაში მრავალრიცხოვან პუნქტებს შორის არის პუნქტი ტანსაცმლის გარკვეული სტილის დაცვის შესახებ. მაგალითად - გაკვეთილზე არ შეიძლება ჯინსით, მოკლე ქვედაბოლოთი, ასევე მოკლემკლავიანი და დეკლოტიანი ტანსაცმლით შესვლა. ტანსაცმლის ფერი არ იზღუდება. შესაძლებელია სამკაულების ტარებაც, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.


ნებისმიერ ქვეყანაში პედაგოგის პროფესია პატივსაცემია, თუმცა სამხრეთ კორეაში, სადაც დღემდე ძლიერი კონფუციანური ტრადიციებია, ეს ურთიერთობა ხარისხშია აყვანილი.

მეორე მხრივ, დიდი ავტორიტეტის სანაცვლოდ, მასწავლებლისგან ელოდებიან, რომ სრულყოფილი და ყველასთვის სამაგალითო იქნება. გასაგებია, რომ დროს და დასავლურ  მიდგომებს, თავისი კორექტივები შეაქვს, მაგრამ ქვეყანაში ითვლება რომ პედაგოგი სამაგალითო უნდა იყოს და ეს  გარეგნულ იერსახესაც ეხება. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეის სკოლებში ფორმალური წესები არ არსებობს, აქ მკაცრი ცენზორის როლს, დიდი წარმატებით, საზოგადოებრივი აზრი ასრულებს. ასე რომ, ამ ქვეყანაში გაკვეთილზე პედაგოგის ჯინსებსა და შორტებში ნახვა შეუძლებელია. 


ბრაზილიაში გადაწყვეტილებას თუ როგორ უნდა ეცვას მასწავლებელს, სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობა იღებს. ამასთან, ქვეყნის თითქმის არცერთი სასწავლო დაწესებულება მასწავლებლებს არ აიძულებს გაკვეთილები კოსტიუმში ჩაატარონ. ჩვეულებრივ ისინი სკოლაში, ქვეყანაში არსებული კლიმატიდან გამომდინარე, თავისუფალი ტანსაცმლით - ჯინსებით, პერანგებით და სპორტული მასურებითაც კი მიდიან.

ისრაელის უნივერსიტეტებსა და სკოლებში დრეს-კოდი არ არსებობს. უნივერსიტეტის პროფესორები, მასწავლებლები და მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებებში სურვილისამებრ იცვამენ. გამონაკლისს წარმოადგენენ, მხოლოდ, ულტრარელიგიური სასწავლო დაწესებულებები, სადაც „დრეს-კოდი“ წლები არ იცვლება.

ისრაელის განათლების სამინისტრომ რამდენჯერმე სცადა მასწავლებლებისთვის ერთიანი ჩაცმის სტილის შემოღება. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდებოდა ადგილობრივ ქალ მასწავლებლებზე, რომლებიც გაკვეთილზე მოკლე მაისურებითა და ქვედაბოლოებით მიდიოდნენ. და ეს მაშინ როდესაც ისრაელში წლის განმავლობაში დიდი ხანი სიცხეა. 

მასწავლებელთა პროფკავშირის წარმომადგენელმა არაერთხელ მიმართა პედაგოგიურ კორპუსს თხოვნით მისულიყვნენ გაკვეთილზე სამოსით, რომელიც საზღვაო ტანსაცმლისგან განსხვავებული იქნებოდა. 


ბერლინი კი ის ქალაქია, სადაც მამაკაცი მასწავლებლისთვის გაკვეთილზე შორტებით მისვლა შეიძლება. ნორმები, რომლებიც პედაგოგების დრეს-კოდს განსაზღვრავს სახელმწიფო სკოლებში არ არის. თითოეულს შეუძლია ჩაიცვას ისე როგორც მოსწონს. ზედმეტად არაადეკვატური პედაგოგებისთვის კი სკოლის საბჭო და მშობელთა კომიტეტი არსებობს, რომელიც მაგალითად, მასწავლებელს ღიად მოტოციკლების სიყვარულის შესახებ საუბარს უკრძალავს. კლასიკური სტილი ბერლინელ მასწავლებლებში იშვიათია. მთავარია - კომფორტი თვლიან გერმანელი მასწავლებლები.

წაიკითხეთ ასევე: „ქუსლებზე დამდგარი, კლასიკურ სტილში ჩაცმული მასწავლებელი წარსულის გადმონაშთია“ - როგორ უნდა ეცვათ მასწავლებლებს


კომენტარები


ეტალონი

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები

რესურსცენტრები, მასწავლებლის  სახლი, პედაგოგები... - ცნობილია, რაზე ისაუბრებს მინისტრი ზოგადი განათლების ხედვის პრეზენტაციაზე

მასწავლებლები დოკუმენტაციის შეფასებით და გასაუბრებით შეირჩევიან - რეგისტრაციის ვადები და დეტალები

აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს იმ უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის მონიტორინგს დაწესებულებაში

წარჩინებული სტუდენტები ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
აქტივობა  „პერსონჟის სკამი“ მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

პირველადგილოსნები კონკურსის შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ

მასწავლებელი ნინო საკანდელიძე სწავლებისას არაერთ საინტერესო მეთოდსა თუ აქტივობას მიმართავს
 
საინტერესო

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება