სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

„ქუსლებზე დამდგარი, კლასიკურ სტილში ჩაცმული მასწავლებელი წარსულის გადმონაშთია“ - როგორ უნდა ეცვათ მასწავლებლებს
24-04-2018
-
+


საჯარო სკოლებში „უნიფორმების“ ხანა რამდენიმე წელია დასრულდა და ახლა უფროსკლასელები თავად არჩევენ ტანსაცმელს, რომლითაც სკოლაში წავლენ. ე.წ. „სასკოლო ფორმები“ მხოლოდ კერძო სკოლებშია შემორჩენილი და სკოლა თავად განსაზღვრავს მის ფერსა თუ სტილს.

რაც შეეხება მასწავლებლების ჩაცმულობას, სკოლების შინაგანაწესების მიხედვით, მათ  „შესაფერისად“ უნდა ეცვათ. მიიჩნევა, რომ მასწავლებელმა, რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ბავშვებთან, საკუთარი გარდერობი უნდა აკონტროლოს.

დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი მიიჩნევს, რომ მასწავლებელს  მკაცრად არ უნდა ეცვას, რათა ბავშვები არ დათრგუნონ. მისი აზრით, ბავშვების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ერთ-ერთი მთავარი პირობა, სწორედ პედაგოგის ვიზუალური მხარეა.

- ქუსლებზე დამდგარი, ძალიან კლასიკურ სტილში, უნიფორმაში ჩაცმული მასწავლებელი, ვფიქრობ, უფრო წარსულის გადმონაშთია. თანამედროვე მასწავლებელი მოსწავლეებს თავისი ჩაცმულობით ზედმეტ ბარიერს არ უნდა უქმნიდეს და სიმკაცრის შთაბეჭდილებას არ უნდა ტოვებდეს. არ არის აუცილებელი ე. წ. შპილკებზე დგომა. ალბათ, უფრო სპორტული სტილის ფეხსაცმელი სჯობს. კარგი იქნება თავისუფალი სტილის შარვალი და არა - ვიწრო, მომდგარი. თავისუფალ შარვალზე კარგია პიჯაკი, ანუ სპორტულ-კლასიკური უნდა იყოს პედაგოგის ჩაცმის სტილი. პიჯაკი რაღაც დოზით ხაზს უსვამს თანამდებობრივ მდგომარეობას. პიჯაკს თუ სპორტულ ფეხსაცმელზე და თავისუფალ შარვალზე ჩაიცვამთ, ეს უფრო შერბილებული კლასიკურ-სპორტული სტილია, ხოლო პიჯაკი მუხლს ქვემოთ სიგრძის ქვედაბოლოზე და „შპილკებზე“, უკვე ზედმეტად კლასიკურია.

- ანუ ქუსლი სიმკაცრეს მატებს?

- ქუსლს გააჩნია. წვრილი, კლასიკური ქუსლი უფრო წვეულებებს და მაღალ თანამდებობრივ მდგომარეობას უხდება და რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით უფრო კლასიკური და მკაცრია პირის ჩაცმულობა. პოსტსაბჭოთა სივრცეში მაღალი ქუსლი ყოველთვის მოდაში იყო და ახლაც ასეა, მაგრამ ცხოვრების რიტმმა განაპირობა, რომ შესაძლებელი გახდა სპორტული და კლასიკური სტილის შერწყმა. მასწავლებლებს ვურჩევ, საშუალო სიმაღლის სქელი ქუსლი გამოიყენონ. ფეხსაცმელი უნდა იყოს დახვეწილი და თანამედროვე. როდესაც პედაგოგი არ დგას ძალიან მაღალ ქუსლებზე და არ არის ზედმეტად ოფიციალური, ბავშვისთვის უფრო ადვილია მასთან ურთიერთობა.

მე 17 წლის გოგონა მყავს და არიან მასწავლებლები, რომლებიც ძალიან უყვარს და არიან ისეთებიც, რომლებიც არ უყვარს. ეს ქუსლზე და ჩაცმულობაზე არ არის დამოკიდებული, და აქ მთავარია მასწავლებლის ურთიერთობა, თუ რამდენად გახსნილია ის ბავშვებთან და რამდენად ესმის მათი. გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ეფექტს ვიზუალი ქმნის, ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა ჩაცმას და ვფიქრობ, პედაგოგი არ უნდა იყოს ზედმეტად ოფიციალურად ჩაცმული. დირექტორი კი სწორედ რომ ოფიციალურად უნდა იყოს გამოწყობილი, რადგან ის არის სკოლის მმართველი და მის მიმართ პედაგოგებსაც და ბავშვებსაც უნდა ჰქონდეთ პატივისცემის გრძნობა. იერარქია უნდა დაიცვან. დირექტორი კი ამ იერარქიის ყველაზე მაღალი წერტილია სკოლაში და ის თანამდებობის შესაფერისად უნდა იყოს ჩაცმული. მას შეუძლია თავად არეგულიროს კაბის სიგრძე. მასწავლებელს კი, კარგი იქნება, თუ „მიდი“ ქვედაკაბა ეცმევა. გრძელიც შესაძლებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - მოკლე კაბა.

- რაც შეეხება ფერებს, როგორი ფერები უფრო მისაღებია მასწავლებლებისთვის?

- შავი, ნაცრისფერი და ლურჯი ძირითადად უნიფორმის ფერებია. მაგალითად, ნაცრისფერი პასიური ფერია, რომელიც ადამიანში არ აღძრავს არანაირ ემოციას ფსიქოლოგიური კუთხით. მე ვფიქრობ, სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და ის აუცილებლად უნდა აყვეს თანამედროვეობას. ფაქტობრივად აყოლილიც არის, რადგან ჩემი სკოლაში სწავლის დროს ფორმები გვეცვა, ჩემს შვილებს კი არ აცვიათ უნიფორმა. აცვიათ ჯინსები, ფერადი ტანსაცმელი. თუმცა, მაგალითად, წითელი არ მიმაჩნია პედაგოგისთვის მისაღებ ფერად, რადგან ის იმპულსური და აგრესიული ფერია ისევე, როგორც სტაფილოსფერი. ამ ფერებს ძირითადად სარეკლამოდ იყენებენ. როცა მასწავლებელი წითელი სამოსით შედის გაკვეთილზე, ბავშვს თვალში სწორედ ეს წითელი ფერი ხვდება, რაც არაა სასურველი. ვფიქრობ, ძალიან კარგი ფერია მწვანე და ის პატივისცემას იმსახურებს. ფერებს აქვს თავისი დატვირთვა, რომელიც ქვეცნობიერად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. პასტელური ტონებია კარგი, რომელიც თვალს არ აღიზიანებს. შესაძლებელია მასწავლებელს ეცვას შავიც და ლურჯიც, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ფერადი უფრო კარგია, ვიდრე შავი, ლურჯი ან ნაცრისფერი, რადგან ფერი სიხალისეს ქმნის და არ ქმნის პირქუშ გარემოს. ბავშვს კი სკოლაში ყოფნა უნდა სიამოვნებდეს და არ უნდა ითრგუნებოდეს.

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე მიიჩნევს, რომ მთავარია, მასწავლებელს გამომწვევად არ ეცვას და თავისი მოსწავლეებისგან განსხვავდებოდეს.

- რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, თუ რა ასაკისაა მასწავლებელი და რა საგანს ასწავლის. ის იმიჯი, რაც დამკვიდრებული იყო ადრე, რომ მასწავლებელი აუცილებლად მკაცრი სილუეტით უნდა მისულიყო გაკვეთილზე, მგონი, უკვე მოძველებულია. თუმცა, რა თქმა უნდა, მოსწავლისგან უნდა განსხვავდებოდეს. მიხარია, რომ პედაგოგის პროფესია გაახალგაზრდავდა და მოთხოვნადი გახდა. ამიტომ, მასწავლებელს თავისუფლად უნდა ეცვას. ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს მთლად სპორტული ფორმა, მაგრამ თავისუფლად უნდა გრძნობდეს თავს და რადგან მასწავლებელია, არ უნდა იზღუდებოდეს. თანამედროვე სკოლისთვისაც შესაფერისი უნდა იყოს ეს ჩაცმულობა. ლამაზი და დახვეწილი ჩაცმულობა მასწავლებლისთვისაც, რა თქმა უნდა, აუცილებელია.

- კატეგორიულად რისი ჩაცმა უნდა ეკრძალებოდეს მასწავლებელს?

- ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვულგარულად, გამომწვევად არ გამოიყურებოდეს. ძალიან მოკლე ქვედაკაბა, გულამოღებული ტანსაცმელი არაფრით შეიძლება. ეს, ალბათ, ყველა მასწავლებელმა იცის და არც არავინ იცვამს ასე. 

- რა შეცდომებს უშვებენ მასწავლებლები ჩაცმისას ყველაზე ხშირად, რა შეგინიშნავთ?

- მასწავლებლებთან ხშირი კონტაქტი არ მაქვს. მაგალითად, ჩემი ანასტასია ისეთ სკოლაში სწავლობს, ასეთი შეცდომები ფაქტობრივად გამორიცხულია. თუმცაღა, ვიმეორებ, მასწავლებელმა არ უნდა მისცეს თავს უფლება გამომწვევად ჩაიცვას. 

მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, მაშინ ყველა მასწავლებელი კლასიკურად იმოსებოდა და მაშინ, ალბათ, არც არავის აღიზიანებდა მათი ჩაცმულობა. ჩაცმა კი საერთოდ, ადამიანის, პიროვნების ხასიათზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, მასწავლებელმა ჩაცმაში ზომიერება უნდა დაიცვას, სპორტულად და თანამედროვედ უნდა ეცვას, მაგრამ ის არ უნდა ჰგავდეს მოსწავლეს და არ უნდა იყოს ვულგარული. ზუსტად ვიცი, რომ გამაღიზიანებდა მასწავლებელი, რომელიც გამოიყურება ვულგარულად და ასევე გამაღიზიანებდა მასწავლებელი, რომელსაც ვერ განვასხვავებ სკოლის მოსწავლისგან. 

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მეწყერი, სეტყვა, ქარი... - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

ყველა დაგეგმილი გამოცდა გადაიდო - ისრაელსა და ირანში დაიკეტა სკოლები, ბაღები და უნივერისტეტები 

მოსწავლეებს შესთავაზებენ დამატებით მომსახურებას 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით

„დაიწყო აღმზრდელ-პედაგოგის ახალი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება“... - დოკუმენტი

წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა ტესტირებისას უნდა დაიცვან

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

სკოლები

„ამ დღეს „ვეფხისტყაოსანი“ მხოლოდ წიგნი აღარ იყო - ის იქცა ცოცხალ სამყაროდ, რომელშიც თითოეულმა ბავშვმა თავისი ადგილი დაიკავა

დამრიგებელი მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა

მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო

პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს ეს დღე

საინტერესო

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ

სიახლეები
საზოგადოება