სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირველი ექსპერიმენტული სკოლა დირექტორის გარეშე დარჩა - შეეწირა თუ არა ხათუნა ბარაბაძე „ხორავას ქუჩის საქმეს“
04-09-2018
-
+


2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე დაწყებულმა დაპირისპირებამ ორი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა.  51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული გარჩევა საბოლოოდ ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობით დასრულდა.

„ხორავას ქუჩის საქმის“ გარშემო გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. მოკლულები 51-ე სკოლის მოსწავლეები არიან, ბრალდებულები - პირველი ექპერიმენტულის. ორივე სკოლისა და მათი დირექტორების გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება.

დღეს, ერთ-ერთმა მშობელმა, რომლის შვილებიც პირველი ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობენ, სოციალურ ქსელში დაწერა:

„ახლა გავიგე პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი გადამდგარა ამ ზაფხულს და ახალი შემცვლელი ჯერ კიდევ ვერ აარჩიესო. ჯერ კიდევ სწავლა სანამ დასრულდებოდა მაშინ ჰქონდა განცხადება დაწერილი და ვერ გაუშვეს, შემცვლელი არ ყავთ, კადრები უჭირთ თუ მსურველი არავინ მოიძებნა არ ვიცი მაგდენი...

ნეტავ 51 სკოლის დირექტორი როგორ ბრძანდება?“

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი რომ „ხორავას საქმის“ შემდეგ გადადგომას აპირებდა ეს ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გავრცელდა. იგივე ინფორმაცია ვრცელდებოდა 51-ე სკოლის დირექტორზეც, თუმცა გასული სასწავლო წლის განმავლობაში დირექტორები პოსტს ინარჩუნებდნენ. 

ინფორმაციის გადამოწმება თავდაპირველად სკოლის ყოფილ დირექტორ ხათუნა ბარაბაძესთან ვცადეთ, მაგრამ ქალბატონ ხათუნას დღის განმავლობაში მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. 

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია სკოლის წარმომადგენელმა მანანა იმნაძემ Etaloni.ge-ს დაუდასტურა. მისივე ცნობით, ამჟამად დირექტორის მოვალეობას ქეთევან მიქანაძე ასრულებს: „დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე ზაფხულში დატოვა. ამ ეტაპზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახლავთ ქეთევან მიქანაძე. ჯერ ცნობილი არ არის დირექტორის დანიშვნის პერიოდი. სწავლა სკოლაში ჩვეულებრივად განახლდება“ - განაცხადა მანანა იმნაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება