სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებისთვის ტრენინგს აცხადებს
03-09-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციას აცხადებს ტრენინგზე - სამუზეუმო მასალების გამოყენება ბუნებისმეტყველების სწავლების ეფექტიანობისათვის.
ტრენინგზე დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჯარო და კერძო სკოლის ბუნებისმეტყველების მოქმედ მასწავლებლებს.

საპილოტე რეჟიმში რეგისტრაცია გამოხადებულია მხოლოდ თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რაიონის ბუნებისმეტყველების მოქმედი მასწავლებლებისთვის. პილოტის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ბუნებისმეტყველების მასწავლებელს საშუალება ექნება გაიაროს ზემოაღნიშნული ტრენინგმოდული.

ტრენინგზე პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამებს, მუზეუმებში არსებული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს, სასწავლო და ვირტულაური ექსკურსიების დაგეგმვის პრინციპებს, სასწავლო პროექტებისა და სასწავლო რესურსების შექმნის გზებსა და საშუალებებს.

ტრენინგი მოიცავს: 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათს. (ტრენინგი ტარდება ორი დღე, დღეში 6 საათი). ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებლებს მიენიჭებათ 1 კრედიტქულა.

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მასწავლებელთა სახლს:

მისამართი:
ქ.თბილისი, გმირ კურსანტთა N 1  
ცხელი ხაზი: +995 (32) 2 200220 (47 08) +995 (32) 2 200 220 (47 11)  
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: +995 (32) 2 200220 (45 04)  
ელ.ფოსტა: info@tpdc.ge

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება