| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საბავშვო ბაღში მისულ ბაღის აღმზრდელებს დილას კარი გატეხილი დახვდათ. როგორც გაირკვა, გუშინ ღამით დაუდგენელმა პირებმა საბავშვო ბაღის შენობა დაარბიეს.
„დიდი ხანი არ არის, რაც შაშიანის ბაღს World Vision-მა შენობა გაურემონტა და ახალი ინვენტარიც გადასცა. ვის და რატომ დაჭირდა ამის გაკეთება, არ ვიცი და ძალიან მიკვირს”,- განაცხადა ტელევიზიით გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
მომხდარის გამო, აღმზრდელობითი პროცესი შესაძლოა რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.
როგორც შაშიანის ბაღის თანამშრომელმა ლელა ბოკუჩავამ Etaloni.ge-ს განუცხადა, ბაღი გაქურდული არ არის:
„არაფერი წაუღიათ, დაზიანებულია ბაღის ინვენტარი და საბუთები, რაც პედაგოგებს ჰქონდათ. ფაქტობრივად ვანდალური აქტია. არ გვაქვს ინფორმაცია მტრობდა თუ არა ვინმე ბაღს, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი შემთხვევა მანამდე არ მომხდარა.
გამოძიება მიმდინარეობს, იყო მოსული პოლიცია და ალბათ მიზეზი გაირკვევა. ფაქტობრივად ყველაფერი დაზიანებულია. სწავლის დაწყების პერიოდი გადაიწევს თუ არა, ჯერ არ ვიცით.“
მისივე ინფორმაციით, შემთხვევა დღისით მოხდა: „შაბათს ან კვირას მოხდა ეს შემთხვევა. დღისით დარაჯმა შენიშნა, რომ ფანჯარა ღია იყო და ეზოში სათამაშოები და მეთოდური მაგიდა იყო გამოტანილი“.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა