სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს
28-08-2018
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წელს შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე აცხადებს მიღებას:

  • სამართლის სადოქტორო პროგრამა (წლიური ღირებულება 3000 ლარი) - მიღების წინაპირობა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; სამართლის მაგისტრის ხარისხი - 10 ადგილი;
  • პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამა (წლიური ღირებულება 3000 ლარი) - მიღების წინაპირობა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა - 10 ადგილი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წელს ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა საბუთების მიღება იწარმოებს 3 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი, ოთახი 58.

ინგლისური ენის B2 დონის დასადგენი ტესტირება ჩატარდება უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურში 17 სექტემბერს.

მიმღებ კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში 18 სექტემბერს.

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე და განცხადებას თან დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
  • სამოტივაციო წერილი საკვლევ თემასთან დაკავშირებით;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლები (უნივერსიტეტს უფლება აქვს, კონკურსანტს ან უკვე ჩარიცხულ დოქტორანტს მოსთხოვოს კანონმდებლობის შესაბამისად დიპლომის აღიარების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენა. აღიარების დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოუდ­გენ­ლობა არის ჩარიცხვაზე უარის ან ჩარიცხული დოქტორანტის ჩარიცხვის ბათილობის საფუძველი);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • შესაბამისი დარგის სპეციალისტთა ორი რეკომენდაცია;
  • ფოტოსურათი ამობეჭდილი და ელექტორნული სახით (СD დისკით), ზომით 3X4 (სმ);
  • მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
  • ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე. კონკურსანტი, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდ­ნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ვალდებულია, ინგლისურში გამოცდა ჩააბაროს კსუ-ს უწყვეტი განათლების სამსახურში.
  • ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა.
განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში სამეცნიერო პუბლიკაციების და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარადგინოს აგრეთვე აღნიშნული მასალების ასლები.

დოქტორანტურის კონკურსანტი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული და რომელსაც სურს ქართულენოვან პროგრამაზე სწავლა, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (B2 დონე).

საკონკურსო გასაუბრებაზე დაშვების წინაპირობები:

1. კონკურსანტი, რომელიც რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას და აკმაყო­ფილებს სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს, ასევე წარმატებით გადალახავს ინგლისური ენის გამოცდას (ან ექნება საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი),  დაიშვება გასაუბრებაზე.

2. დოქტორანტურის კონკურსანტი გასაუბრებაზე გადის დოქტორანტურის კოორდინატორის წარდგინებით უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილ მიმღებ კომისიაზე.

3. კომისიას კონკურსანტის საანკეტო მონაცემებსა და სამოტივაციო წერილს საკვლევ თემასთან დაკავშირებით წარუდგენს დოქტორანტურის კოორდინატორი ან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. სამოტივაციო წერილში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალურობა და მნიშვნელობა.

4. კონკურსანტი დოქტორანტურაში ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ ღია კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.

5. დოქტურანტურაში ჩარიცხვისას მხედველობაში მიიღება:
  • სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
  • სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფიკატები, სიგელები, პატენტები და ა.შ.).
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტი ჩაირიცხება შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე. ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 20 სექტემბერს.

სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დაიწყება 24 სექტემბერს.

კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

განათლების სამინისტროს დაევალა - 100 ათას ლარიან დახმარებას სასულიერო აკადემია მიიღებს

სტუდენტების საყურადღებოდ - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

მაისში სკოლებისა და ბაღების დასვენების დღეები ცნობილია

პედაგოგების სახელფასო დანამატი მოსწავლის ნიშნებზე იქნება დამოკიდებული - „შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების“ გეგმა ჰიუსტონის სკოლებში

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების შემოქმედებით გზავნილებს, დარწმუნებული ვართ, სასიკეთო შედეგები ექნება“

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა დიდი მონდომებით წარმოადგინეს საყვარელი ავტორების მოთხრობები

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები

საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება