სიახლეები
რჩევები

რა რაოდენობის ტკბილეული შეიძლება ბავშვისთვის ერთი დღის განმავლობაში
30-08-2018
-
+


ტკბილეული ყველა ბავშვს უყვარს, მისი მავნებლობის შესახებ კი, ცნობილია. თუმცა აქაც როგორც ყველაფერში ზომიერებაა აუცილებელი. რადგან შაქარი ორგანიზმზე დადებით გავლენასაც ახდენს - გუნება-განწყობასა და მეხსიერებას აუმჯობესებს და ტვინის მოქმედებას ააქტიურებს.

მისი გადაჭარბებული მოხმარება კი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამიტომ  ბავშვისთვის ტკბილეულის მიცემა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით შეიძლება. 

რატომ არის ტკბილეული ბავშვისთვის მავნე

შაქარი ნეგატიურ გავლენას ახდებს პირველ რიგში კბილების მდგომარეობაზე. სარძევე კბილების ემალი ჯერ ძალიან თხელია, ამიტომ ბავშვის კბილის სტრუქტურაში ტოქსინები მარტივად ხვდება. ეს კი კარიესის წარმოქმნას იწვევს. 

ბავშვებში კარიესის შემთხვევებს შევამცირებთ, თუ მათ დღე-ღამეშ 30 გრამ შაქარზე მეტს არ მივცემთ. იმისთვის კი რომ ღრძილებსა და ემალზე ტკბილეულის გავლენა მინიმუმამდე დაიყვანოთ, ბავშვი საკვების ყოველი მიღების შემდეგ კბილების გახეხვას მიაჩვიეთ, უკიდურეს შემთხვევაში დღეში ორჯერ მაინც. 

კარიესის გარდა შაქრის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლო რიგი დაავადებები გამოიწვიოს, რომელთა შორისაა - კანის გაღიზიანება და ალერგია, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა და სიმსუქნე. ტკბილი საკვები კუჭისა და ნაწლავების, გულისა და სისხლძარღვების მუშაობას არღვევს.


შაქრის დადებითი თვისებები

- ტკბილი ნატურალური პროდუქტები, რომელთა შორის არის თაფლი, ჯემი, სახლში დამზადებული წვენები და კომპოტები იმუნიტეტს ზრდის და გაციების დროს კარგია.

- ორგანიზმს ენერგიით ავსებს;

- ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს ძალების აღდგენაში გვეხმარება;

- აჩქარებს რკინის, კალციუმისა და В ვიტამინის ათვისებას;

- გუნება-განწყობას აუმჯობესებს;

- სპაზმებსა და ტკივილს ხსნის;

- ძილს აუმჯობესებს;

- ღვიძლს ტოქსინების უარყოფითი ზემოქმედებისგან იცავს;

- ხელს უწყობს ტვინის აქტივობას, აუმჯობესებს მეხსიერებას;

შქარის ნორმა ბავშვებისთვის

შაქარი ენერგიის წყაროა, რომელიც მარტივად აითვისება და ორგანიზმს ანაყრებს. ზომიერი მოხმარების შემთხვავაში შაქარი ტვინის აქტივობას აძლიერებს და ენერგიას აღადგენს. ბევრ მშობელს აინტერესებს, რამდენი კანფეტსა და სხვა ტკბილეული მიცემა შეიძლება ბავშვისთვის დღის განმავლობაში?

პედიატრები 5 წლამდე ბავშვისთვის 50 გრამ შაქარზე (5 ჩაის კოვზი) მეტის მიცემას არ გვირჩევენ. რეკომენდირებული დოზა კი 30 გრამია. 

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ საუბარი ეხება არა მხოლოდ სუფთა სახის შაქარს, არამედ კანფეტებს, ხილფაფებს, მურაბებს და სვა პროდუქტებს, რომლებიც შაქარს შეიცავს. 

განსხვავებულად უნდა მივუდგეთ ბავშვებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან შაქრიანი დიაბეტისკენ ან რომელთა უახლოეს ნათესავებს აღნიშნული დაავადება აქვთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს, რომ ბავშვის კვებაში შაქრის დასაშვები ოდენობა განსაზღვროს.

როგორ ჩავრთოთ შაქარი ბავშვის რაციონში

პედიატრები მშობლებს წლამდე ბავშვის საკვების დატკბობას არ ურჩევენ, მაგრამ ამ ასაკის ბავშვის კვებაში დაშვებულია წყალში გახსნილი ნატურალური წვენი და დაფხვნილი ორცხობილა. 

1 წლის ასაკში კი უკვე შეიძლება ბავშვისთვის სუფრის შაქრის მცირე რაოდენობით მიცემა. 

დაამატეთ მცირე რაოდენობა ფაფაში ან ჩაიში. ამასთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან შაქარს შეუძლია დიათეზი და ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. თუ ბავშვს კანზე გამონაყარი და სიწითლე გაუჩნდა შეუწყვიტეთ ტკბილეულის მიცემა და ექიმს მიმართეთ.

3-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შაქრის ნორმა 20-40 გრამს შეადგენს, 3-5 წლის ასაკში დოზას 50-გრამამდე ზრდიან, ექვსი წლის შემდეგ კი დღე-ღამეში 60 გრამი შაქარის მიცემა შეიძლება.

როგორი ტკბილეულის მიცემა შეიძლება ბავშვისთვის ამა თუ იმ ასაკში


- ერთი წლიდან შეიძლება რაციონში ჩვეულებრივი სუფრის შაქრის და ნატურალური იოგურტისა და ცოცხალი ხილის დესერტებს დამატება. 

- 2-წლიდან ნებადართულია ნატურალური ტკბილეულის მიცემა, რომელთა შორისა არის მურაბა და ჯემი. თაფლის შემთხვევაში კი სჯობს სამ წლამდე მოიცადოთ და ბავშვს დღის მანძილზე 2 ჩაის კოვზზე მეტი არ მისცეთ.

- 3 წლის შემდეგ აძლევენ ზეფირს, მარმელადს და ზოგიერთ აღმოსავლურ ტკბილეულს. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლური ტკბილეული ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება.

- ზეფირი ვანილის ან ღია ფერის აირჩიეთ. არ მისცეთ ბავშვს მკვეთრი შეფერილობის პროდუქტი, ასეთ ტკბილეულში საღებავს, არომატიზატორებსა და სხვა მავნე კომპონენტებს ამატებენ.

- 3-დან 4-წალამდე ბავშვისთვის არ შეიძლება ტორტის, ნამცხვრების, შოკოლადისა და სხვა მსგავსი ტკბილეულის მიცემა. ყველაზე უსაფრთხოა შავი და მწარე შოკოლადი, უკრემო ტორტი და ნამცხვარი.

- ზეფირი შოკოლადში, რძიანი და თეთრი შოკოლადი, კარამელი და შაქარყინული არ შეიძლება 4-5 წლამდე ბავშვისთვის. ეს პროდუქტები მავნეა შინაგანი ორგანოებისა და კბილებისთვის და არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

- ეცადეთ ბავშვს მისცეთ ნატურალური პროდუქტები, რომლებიც კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებსა და სხვა მავნე დამატებებს არ შეიცავენ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება