| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
მე-4 კლასში გაიმართა თბილი და დაუვიწყარი სანახაობა სახელწოდებით -„ოქროსფერი შემოდგომა“.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და შემოდგომას ხოტბა შეასხეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოდგომისადმი მიძღვნილი ლამაზი ლექსები, მხიარული სიმღერები, ლამაზი ცეკვები და საინტერესო ინსცენირებები.
საკლასო ოთახი მორთული იყო ოქროსფერი ფოთლებით, შემოდგომის ხილითა და ბოსტნეულით, ხოლო ყველას გულში სადღესასწაულო, თბილი და მხიარული განწყობა სუფევდა.
„შემოდგომამ ჩვენს კლასში ოქროსფერი ფოთლები, მზის თბილი სხივები და უხვი მოსავალი მოიტანა, ჩვენმა პატარებმა კი ეს დღე თავიანთი ნათელი ღიმილით, წკრიალა ხმებითა და დიდი სიყვარულით გაალამაზეს. ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის დარჩება ერთ-ერთ ყველაზე ოქროსფერ, თბილ და ლამაზ მოგონებად“,- აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანლი, კლასის დამრიგებელი რ. თევანიანი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
საგამოცდო მოთხოვნები, გამსვლელი და მაქსიმალური ქულები ცნობილია - რეგისტრაცია დაიწყო
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და შემოდგომას ხოტბა შეასხეს
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი