| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-3 ბ კლასის მოსწავლეები გლობალური მშვიდობის წრის (Peace Circle Network) დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ინიციატივაში ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ხეები დარგეს და ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება გააცნობიერონ გარემოს დაცვისა და მომავალი თაობებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მნიშვნელობა. ინიციატივა ასევე უკავშირდება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.
ინიციატივის მიზანია, ბავშვებში პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
სკოლა მადლობას უხდის მე-3ბ კლასის მოსწავლეთა მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის, კლასის დამრიგებელს, სოფო ტატულაშვილს თანამშრომლობისთვის და პროექტის ავტორს - Mika Vanhanen-ს საინტერესო ინიციატივისთვის.
„სკოლა „ანაბასისი“ - მდგრადი განვითარება მდგრადი მომავალი! „ანაბასისელები“ შეუერთდნენ გლობალური მშვიდობის წრის დღის - საერთაშორისო ინიციატივას! პატარა ხელებით წვლილი შიტანეს დიდი საქმეში - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში!
ხეების დარგვით ჩვენი მოსწავლეები აცნობიერებენ ბუნების დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის მნიშვნელობას.
ასეთი ინიციატივები ზრდის არა მხოლოდ ხეებს, არამედ ახალ თაობას - თაობას, რომელიც აცნობიერებს, რომ მშვიდობა, ბუნებაზე ზრუნვა და მდგრადი განვითარება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული
მადლობა აქტიური ჩართულობისთვის და თანადგომისთვის მე -3ბ კლასის მშობლებს და დამრიგებელს სოფო ტატულაშვილის თანამშრომლობისვის, მადლობა საინტერესო პროექტისთვის - Mika Vanhanen-ს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება