სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ მე-9 კლასელთა „გაკვეთილი მატარებელში“
21-10-2026
-
+


„გაკვეთილი მატარებელში“ - სწორედ ამ სახელწოდებას ატარებს კერძო სკოლა „ანაბასისის“ მეცხრე კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასვლითი სასწავლო ექსკურსია.

საგანმანათლებლო მოგზაურობა გეოგრაფიის პედაგოგი რუსუდან გურგენაშვილის ინიციატივითა და კლასის დამრიგებლის - თეა სამხარაძის ხელმძღვანელობით, ზესტაფონი - ჭიათურა - საჩხერე - ზესტაფონი - მიმართულებით მოეწყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მატარებლიდან ინტერესით დაათვალიერეს ყვირილის ულამაზესი ხეობა, ძველი და ახალი რკინიგზა, გაიხსენეს მისი დაარსების ისტორია, რომელიც უკავშირდება ჭიათურის მანგანუმის მოპოვებას. ისაუბრეს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ, დაათვალიერეს სალიეთის მარმარილოს კარიერა, ჭიათურის მაღაროს ცნობილი გამამდიდრებელი ქარხნები.

მოსწავლეებში დიდი გაოცება გამოიწვია გამამდიდრებელ ქარხნებამდე ჩამომდინარე ყვირილის სისუფთავემ, რომელიც აღნიშნული ტერიტორიიდან მკვეთრად იცვლის ფერს დაბინძურების გამო. ინტერესით ათვალიერებდნენ გეოლოგიური ერების წარმონაქმნ ქანებს, რომლებიც საოცარი სილამაზით გამოირჩეოდნენ.

„ანაბასისელებმა“ მოინახულეს „მოდი ნახე“- გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით. ზღვის დონიდან 700 მეტრზე. აშენებული XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ, საიდანაც დააკვირდნენ საჩხერის რელიეფს; შეხვდნენ ციხეზე მომუშავე არქეოლოგთა ჯგუფს, რომლის წევრებიდანაც მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ციხის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ;

აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის, სავანის, მუხრან მაჭავარიანის, პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმების დათვალიერების შემდეგ „ანაბასისელებმა“ ჭიათურაში მოინახულეს მღვიმის მონასტერი ( XIII საუკუნეში რატი რაჭის ერისთავის მიერ დაარსებული), ჭიათურის ცნობილი საბაგიროდან დაათვალიერეს ქალაქის რელიეფი, მარგანეცის გადამზიდი „ვაგონეტები“, ნახეს კაცხის სვეტი ( V-VI სს.).

იმერეთის მაღლობიდან დაათვალიერეს და ერთმანეთს შეადარეს კავკასიონის ქედი და მესხეთის ქედის გაგრძელება, სამხრეთ მთიანეთი.

საშინაო დავალების სახით მოსწავლეებს დაევალათ ერთმანეთისთვის შეედარებინათ საჩხერის, ჭიათურის და ზესტაფონის რელიეფები.

გეოგრაფიის საკითხებთან ერთად მოსწავლეებმა ისაუბრეს, გარემოს დაბინძურებასა და პრევენციულ ღონისძიებებზე (მოქალაქეობა).

სასწავლო ექსკურსიიდან მოსწავლეები სასიამოვნო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ შინ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება