| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა მშობელთა კომიტეტის სხდომა, კომიტეტის 48 წევრიდან, სხდომას ესწრებოდა 40 წევრი.
მშობლებს მიესალმა და არსებულ გამოწვევებზე, გიმნაზიის განვლილ წლებზე, მის მნიშვნელობაზე, დანიშნულებასა და მომავალ პერსპექტივებზე და აგრეთვე სკოლა-გიმნაზიის მთავარ სამკუთხედზე: სკოლა-ეკლესია-ოჯახი - ისაუბრა გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. მან პირველ რიგში მადლობა გადაუხადა მშობლებს ნდობისათვის, რომ მათმა დედაქალაქის საგანმანათლებლო სივრცეში არსებული კერძო სკოლების მრავალფეროვნებისა და კონკურენციისა - არჩევანი გააკეთეს 17- წლიანი გამოცდილებისა და წარმატებების მქონე, სკოლა-გიმნაზიაზე, რაც განპირობებულია, პირველ რიგში, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მეთაურის, გიმნაზიის დამფუძნებლის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, აწ გარდაცვლილი - ილია მეორის დიდი ავტორიტეტით, პედაგოგთა პროფესიონალური გუნდისა და გიმნაზიაში არებული ოჯახური გარემოთი, რომელიც დაფუძნებულია სარწმუნოებაზე, სითბოსა და ურთიერთსიყვარულზე, სამართლიანობასა და მოსწავლეების უფლებების დაცვაზე.
სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ, სასწავლო პროცესების მენეჯერმა მზიური კოჩალიძემ, მშობლებს გააცნო ხარისხის განვითარების თვითშეფასების კითხვარში მშობელთა ჩართულობის მექანიზმის შესახებ, რომელიც წელს მეორედ ხორციელდება და მშობელთა აქტივობას ითვალისწინებს,შექმნილია მშობელთა სამუშაო ჯგუგი, რომელიც მონაწილეობას ღებულობს ამ აქტივობაში.
სხდომაზე განიხილეს საკითხები: მოსწავლეთა სასკოლო ფორმის, გაცდენებისა და დაგვიანების, აგრეთვე მოსწავლის თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების, კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურის კითხვაში მოსწავლეთა კიდევ მეტად გააქტიურების შესახებ.
მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარედ კვლავ არჩეულ იქნა თამარ გიგოშვილი.
მშობელთა კომიტეტის მორიგი სხდომა დეკემბერში გაიმართება.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება