სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აფხაზთა სამეფო - ქართული სახელმწიფოებრივი და კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილი“ - თბილისის N108 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო თხზულებები შექმნეს
08-10-2026
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღე - 1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენეს.

ისტორიის გაკვეთილზე ორგანიზებული აქტივობის მიზანი იყო ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება, დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა და ახალგაზრდა თაობაში სამშობლოს სიყვარულისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება.

„აფხაზეთი - ისტორია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ…

დღეს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. იქ მცხოვრები ბავშვები კი ხშირად იზრდებიან ისტორიული ნარატივით, რომელშიც საქართველო და ქართველები სრულიად განსხვავებულად არიან წარმოდგენილი - მათ შორის, ის წარმოდგენაც არსებობს, თითქოს ქართველებმა აფხაზეთი დაიპყრეს.

და ჩვენ?

ყოველწლიურად ვიხსენებთ ომს, დაღუპულებს, გმირებს… პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ აფხაზეთი ჩვენი ტკივილია.

მაგრამ იქნებ ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა მხოლოდ გახსენება აღარ უნდა იყოს?

ისტორია უნდა მოვუყვეთ. არა სიძულვილის გასაღვივებლად. არა შურისძიებისთვის.

არამედ იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს საკუთარი ქვეყნის ისტორია და შეძლოს მითისა და ისტორიული ფაქტის ერთმანეთისგან გარჩევა“,- აღნიშნავს პედაგოგი ბელა გზირიშვილი და დასძენს, რომ სწორედ ამიტომ, მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს თხზულებები თემაზე: „აფხაზთა სამეფო - ქართული სახელმწიფოებრივი და კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილი“

მოსწავლეებმა იმოგზაურეს აფხაზეთის ისტორიაში - ისაუბრეს ამ ულამაზესი კუთხის წარსულზე, მის პოლიტიკურ და კულტურულ მნიშვნელობაზე, აფხაზთა სამეფოზე და იმ დიდ მეფეებზე, რომლებმაც ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს.

„ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, ბავშვებისთვის გვესწავლებინა, რომ ისტორია მხოლოდ თარიღებისა და ომების ერთობლიობა არ არის.

ისტორია არის მეხსიერება. ისტორია არის იდენტობა. ისტორია არის პასუხისმგებლობა მომავალის წინაშე.

აფხაზეთი მხოლოდ ომის ისტორია არ არის.

აფხაზეთს აქვს გაცილებით უფრო დიდი, მრავალსაუკუნოვანი ისტორია-თავისი ქალაქებით, კულტურით, ტაძრებით, მეფეებითა და ადამიანებით.

და სანამ ჩვენ ამ ისტორიას ჩვენს შვილებს მოვუყვებით, სანამ ისინი კითხვებს დასვამენ, წაიკითხავენ, გამოიკვლევენ და არგუმენტირებულად იმსჯელებენ, ჩვენი ისტორიული მეხსიერება ცოცხალი იქნება.

ჩვენ შეიძლება დღეს ვერ შევცვალოთ ის, რაც იქ ისწავლება.

მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ ის, რას ისწავლის ჩვენი მომავალი თაობა.

და იქნებ სწორედ განათლება, ისტორიის ცოდნა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა იყოს ის გზა, რომელიც მომავალში ადამიანებს კვლავ დააახლოებს.

აფხაზეთი ჩვენი ისტორიის ნაწილია.

მისი ისტორიის ცოდნა კი - ჩვენი პასუხისმგებლობაა“,- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეთა ნამუშევრებს გვიზიარებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
„ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, ბავშვებისთვის გვესწავლებინა, რომ ისტორია მხოლოდ თარიღებისა და ომების ერთობლიობა არ არის“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება