სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს ემოციური ღონისძიება მიეძღვნა 
05-10-2026
-
+


ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღე - 1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენეს.

სკოლაში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო აფხაზეთის ტრაგიკული ისტორიის გახსენება, დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და ახალგაზრდა თაობაში სამშობლოს სიყვარულისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს აფხაზეთთან დაკავშირებული სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და ჩანახატები, წარმოადგინეს თემატური გზავნილები და მოამზადეს ინტერვიუები აფხაზეთიდან დევნილ ადამიანებთან. სტუმრებმა მოსწავლეებს საკუთარი მოგონებები, განცდები და ცხოვრებისეული ისტორიები გაუზიარეს, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ ემოციურ და საგანმანათლებლო მნიშვნელობას სძენდა.

სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს მოგონებების გაზიარებისთვის. 

„მადლობას ვუხდით ღონისძიებაში მონაწილეობისათვის ქალბატონ ზოია გიორგიძეს, სულიკო შამათავას, ნატო შამათავასა და ნუნუ ჩაბრავას.

დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს, რომლებმაც ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ მნიშვნელოვანი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მომზადებასა და წარმართვაში.

განსაკუთრებული მადლობა ნუკრი კარკაძეს, ინგა მაჩიტიძეს, ეკა ნერგაძეს, მაია ხმალაძესა და ნინო ზირაქაძეს ღონისძიების ორგანიზებისა და მომზადებისთვის, გაწეული შრომის, პასუხისმგებლობისა და მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

თქვენი პროფესიონალიზმი, თავდადება და ერთობლივი შრომა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის მისი გადაცემა. 

მადლობა სსიპ ქალაქ ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექციას ღონისძიების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის.

ვიხსენებთ ისტორიას, პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და მომავალ თაობას ვასწავლით სამშობლოს სიყვარულს, პასუხისმგებლობასა და ისტორიის პატივისცემას.

ხსოვნა გმირებს! დიდება სამშობლოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

მასწავლებლის დღეს გილოცავთ ! - 60 წელი პედაგოგების სტატუსის დაცვიდან

 
პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
ღონისძიების მიზანი იყო აფხაზეთის ტრაგიკული ისტორიის გახსენება
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება