| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მასწავლებლის ლილი ირემაშვილის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.
3 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
მათ შორის იყო საბუეს საჯარო სკოლის მასწავლებელი ლილი ირემაშვილი. მას ბაია კვიციანმა, პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობის სიგელი გადასცეს და მასწავლებლებს პროფესიისადმი თავდადებისა და მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის ღვაწლისა და ამაგის დაფასება და მას კიდევ არაერთი ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ.
„ღირსეული აღიარება - კიდევ ერთი დამსახურებული წარმატება!
ყვარლის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე რაიონის ყველა სკოლიდან წარდგენილ პედაგოგებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები - მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საბუის საჯარო სკოლიდან წარდგენილი იყო ჩვენი დაწყებითი საფეხურის გამორჩეული პედაგოგი - ლილი ირემაშვილი.
მადლობას ვუხდით ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ამ ღონისძიების ინიციატივისთვის და მასწავლებელთა დაფასებისთვის.
ვულოცავთ, ქალბატონ ლილის ამ კიდევ ერთ წარმატებას! ვუსურვებთ, ამოუწურავ ენერგიას, ჯანმრთელობასა და ამ საპასუხისმგებლო, საამაყო პედაგოგიური საქმიანობის კვლავ ასეთივე ენთუზიაზმითა და სიყვარულით გაგრძელებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სტუდენტები „ველქამზე“ სავარაუდოდ ნარკოტიკით მოიწამლნენ
სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფლი თახნა წინა წელთან შედარებით შემცირებულია
სკოლაში ახარებთ პედაგოგის ღვაწლისა და ამაგის დაფასება
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ