სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვულოცავთ, ამ მნიშვნელოვან აღიარებას“ - ხარების საჯარო სკოლის პედაგოგი მზია აბუსერიძე მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
05-10-2026
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის მასწავლებლის - მზია აბუსერიძის წარმატებული პროფესიული საქმიანობა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილი საზეიმოდ აღინიშნა.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში ღვაწლმოსილი პედაგოგების მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასება გრძელდება. ამ ღონისძიების ფარგლებში, ხარების საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს - მზია აბუსერიძეს, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

სკოლაში ახარებთ პედაგოგის ღვაწლისა და ამაგის დაფასება და მას კიდევ მრავალი ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ქალბატონ მზიას ამ მნიშვნელოვან აღიარებას და მადლობას ვუხდით წლების განმავლობაში გაწეული ღირსეული შრომისა და მოსწავლეთა აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის.

ეს ჯილდო მისი მრავალწლიანი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულების დაფასებაა!

ვუსურვებთ, ჯანმრთელობას, წარმატებას, მხნეობასა და კიდევ მრავალ , ღირსეულ წელს თავის საქმიანობაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

მასწავლებლის დღეს გილოცავთ ! - 60 წელი პედაგოგების სტატუსის დაცვიდან

 

სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფლი თახნა წინა წელთან შედარებით შემცირებულია

 

 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება