სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაიშის საჯარო სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა
05-10-2026
-
+


საქართველოში ევროპის სასკოლო სპორტის დღე ყოველ წელს განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღინიშნება. 

პროექტში ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ რეგიონსა და სოფელს, დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს. 

სექტემბრის ბოლო პარასკევს დაწყებული ეს სპორტული ზეიმი მოსწავლეებს ახსენებს, რომ ჯანმრთელობა, მეგობრობა და გუნდურობა სწორედ აქტიური ცხოვრების წესში იბადება.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა წელსაც სიხარულით ჩაერთო მიმდინარე პროექტში. სპორტის სხვადასხვა სახეობაში  ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი: 

  • ფეხბურთი - ვაჟებს შორის;
  • ფრენბურთი - ვაჟებს შორის;
  • ფრენბურთი - გოგონებს შორის;
  • „მხიარული სტარტები“.

ჩატარებულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ, რაც სკოლაში ახარებთ.

„განსაკუთრებით სასიხარულოა მოსწავლეთა მაღალი აქტივობა, გუნდური სულისკვეთება და სპორტული თამაშების მიმართ გამოხატული ინტერესი.

სპორტული აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება არა მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში, არამედ თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, დისციპლინის, სამართლიანი თამაშისა და ერთმანეთის პატივისცემის უნარების ჩამოყალიბებაში. სპორტი ასევე ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, განწყობის გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაძლიერებას.

ჩვენი მოსწავლეების აქტიურობა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის - ის არის სივრცე, სადაც ბავშვები ვითარდებიან, ურთიერთობენ, თანამშრომლობენ და საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით ავლენენ.

 მადლობა ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის! ვუსურვებთ, ჩვენს მოსწავლეებს კიდევ ბევრ სპორტულ წარმატებას, ენერგიასა და გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აქტივობებს ხელმძღვანელობდა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი ნინო ქობალია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

მასწავლებლის დღეს გილოცავთ ! - 60 წელი პედაგოგების სტატუსის დაცვიდან

 

სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფლი თახნა წინა წელთან შედარებით შემცირებულია

 

 

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

დირექტორმა მათ ლამაზი ცხოვრება, სწავლის სიყვარული და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება