| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა სასწავლო პროცესის ნაწილია, სასწავლო წლის დასაწყისი კი ყოველთვის დღესასწაული.
15 სექტემბერს, სასწავლო წლის პირველი ზარი, ტრადიციულად, საზეიმოდ დაირეკა. მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი სიხარულით შეაღეს, დირექცია და პედაგოგები კი მათ დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს საზეიმო მიღება მოუწყვეს.
სადღესასწაულოდ მორთულმა სასკოლო სივრცემ, ლამაზმა ღონისძიებამ და პედაგოგთა გულთბილმა მიღებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
განსაკუთრებული ყურადღება, ტრადიციულად, პირველკლასელებს დაეთმო, დირექციამ და პედაგოგებმა პატარებს პირველი სასწავლო დღის მღელვარება სიხარულად უქციეს და ცოდნის ტაძარში სიყვარულით შეუძღვნენ.
სკოლის დირექტორმა ეკატერინე დოლიძემ მოსწავლეებს მიმართა და სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა მიულოცა.
„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დასაწყისს
საინტერესო და წარმატებული წელი მინდა გქონდეთ ყველას!
გისურვებთ თქვენი სწავლით და მონდომებით გაგვახაროთ, ყველასთვის სამაგალითოები იყოთ და, როგორც ყოველთვის, ახლაც ვიამაყოთ თქვენი წარმატებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ძალ-ღონეს არ დავზოგავთ მოგცეთ ის, რასაც განათლება ჰქვია, გასწავლოთ იყოთ კარგი ადამიანები და საზოგადოებისთვის სასარგებლო პიროვნებები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მშობლების დახმარებით და თანადგომით. განსაკუთრებით სიყვარულით მივესალმები პირველკლასელებს, ჩემო საყვარელო პატარებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სწავლის ტაძარში, მინდა ისწავლოთ შრომა და საკუთარ თავზე მუშაობა, რათა შემდგომში მიაღწიოთ ყველაფერს, როგორც ამას ჩვენი კურსდამთავრებულები აკეთებენ, გვიხარიხართ, გვიყვარხართ და გვეიმედებით. ფერადი სამყარო გქონოდეთ ცხოვრების ბოლომდე! მთელი ცხოვრება წითელ ხალიჩაზე გევლოთ, როგორც ახლა!“,- აღნიშნა დირექტორმა.
აგერ უკვე მესამე კვირაა სასწავლო პროცესი განახლდა, პირველი დღის ლამაზი ემოციები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ვიდეო
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სტუდენტები „ველქამზე“ სავარაუდოდ ნარკოტიკით მოიწამლნენ
სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფლი თახნა წინა წელთან შედარებით შემცირებულია
პროექტის პირველი აკორდი იყო მოსწავლეთათვის სპექტაკლ „ლამაზი ცრემლების“ ჩვენება
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ