სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოხტის საჯარო სკოლის მასწავლებლები ხათუნა გვიჩიანი და მარინე კაჭკაჭაშვილი წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ
02-10-2026
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის მასწავლებლების - ხათუნა გვიჩიანისა და მარინე კაჭკაჭაშვილის ​წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა საზეიმოდ აღინიშნა. 

1-ელ ოქტომბერს წალკის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო ღირსეული პედაგოგი - ქალბატონი ხათუნა გვიჩიანი. 

დამსახურებული ჯილდო ასევე მიიღო კოხტის საჯარო სკოლის პედაგოგმა - ქალბატონმა მარინე კაჭკაჭაშვილმა. 

სკოლაში პედაგოგებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და კიდევ არაერთი ღირსეული და წარმატებული თაობის აღზრდას უსუსრვებენ. 

„ქალბატონო ხათუნა და ქალბატონო მარინე, სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგიური კოლექტივისა და მოსწავლეების სახელით გულითადად გილოცავთ ამ დამსახურებულ აღიარებას!

მადლობას გიხდით მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფესიის ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ენერგიას, ბედნიერებასა და კიდევ მრავალ წარმატებას! თქვენი ამაგი და ღვაწლი მუდამ დაფასებული ყოფილიყოს!

გულწრფელი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს პედაგოგთა შრომის დაფასებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება