სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის დაევალა ბაღების მონიტორინგი - დადგენილება
02-10-2026
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულებაში ცვლილება შევიდა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ფუქნცია-მოვალეობის გადანაწილებას.

სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი მათ მიმდინარეობაზე;

ბ) მუნიციპალიტეტში ადრეული ასაკის, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის სერვისების მიწოდების მონიტორინგი;

გ) კულტურის, განათლების (მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი განათლების),  ახალგაზრდობისა და  სპორტის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დაწესებულებების (ა.(ა.)ი.პ-ები) საქმიანობის კოორდინაცია;

დ) საჭიროების შემთხვევაში პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მუნიციპალიტეტის მერთან წინადადებების წარდგენა;

ე) საგანმანათლებლო, კულტურული, ახალგაზრდული, სპორტული და ტურისტული სფეროების ხელშეწყობა;

ვ) წარმატებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსა და ვერცხლისმედალოსანთა) წახალისების ხელშეწყობა;

ზ) სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ახალგაზრდობის ჩართულობის ზრდა;

თ) ახალგაზრდებისთვის მათი მონაწილეობის მიზნით სოციალურ-საგანმანათლებლო,  გასართობ-შემეცნებითი,  სპორტული და სხვა ტიპის ღონისძიებების მოწყობა;

ი) ახალგაზრდული ინიციატივების, ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების  ხელშეწყობა;

კ) ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა-განხორციელება და ორგანიზება;

ლ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი, პროფესიული და ხალხური ხელოვნების დარგების, სპორტული განათლებისა და სპორტის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, დაცვა და პოპულარიზაცია;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საბიბლიოთეკო საქმიანობისათვის ხელის შეწყობა;

ნ) ადგილობრივი კონკურსების, დათვალიერებების, ფესტივალების, გამოფენების, შეჯიბრებების, ტურნირებისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება-ხელშეწყობა;

ო) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდური ხელშეწყობა;

პ)  შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისთვის სხვადასხვა ფესტივალში, დათვალიერებასა და  კონკურსში მონაწილეობის ხელშეწყობა როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის გარეთ;

ჟ) ხალხური რეწვის ოსტატთა, ფერმწერთა,  მხატვარ-დეკორატორთა გამოფენების მოწყობის  ან/და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის გარეთ;

რ) სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებულ სპორტსმენთა წახალისება-დაჯილდოება;

ს) ოლიმპიადებსა და  სხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის  ხელის შეწყობა;

ტ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების სამსახურთან განხილვა-შეთანხმება, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; 

უ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშეწყობისთვის აუცილებელი პროექტების შემუშავება ან/და წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა;

ფ) შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სოციალურად დაუცველთა კულტურულ- საგანმანათლებლო, ახალგაზრდული და სპორტული პროექტების შემუშავება-ორგანიზება;

ქ) მუნიციპალიტეტის მერის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ღ) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  სხვა ფუნქციების განხორციელება.

დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება