სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტებს ჩარიცხვის შანსი მესამედ მიეცათ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
02-10-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ე.წ. მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია უკვე მეორედ გამოაცხადა. პირველ ჯერზე 1715 აბიტურიენტიდან უმაღლესში სწავლის გაგრძელება 818-მა შეძლო, 897 აპლიკანტი კი კვლავ ვერ ჩაირიცხა ვერც ერთ უნივერსიტეტში. ახლანდელი  ინფორმაციით კი ამ აპლიკანტებს 5 ოქტომბრიდან კვლავ ექნებათ შანსი მესამედ სცადონ სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარება. 
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
 
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის  18:00 საათამდე კვლავ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების არჩევა. 
 
შეგახსენებთ, რომ მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
  • 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
  • 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
 
პროგრამების არჩევის წესის, ასევე, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.
 
საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:
 
პროგრამების არჩევისას ელექტრონული ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ აპლიკანტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ:
  • პროგრამის ტიპს - საბაკალავროა, თუ პროფესიული;
  • სწავლის საფასურს;
  • ქალაქს, სადაც პროგრამა ხორციელდება;
  • პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობას.
 
აბიტურიენტებმა აგრეთვე, ყურადღებით უნდა შეამოწმონ ცნობარში, ხომ არ არის კონკრეტულ პროგრამაზე გაზრდილი საგნის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. გასათვალისწინებელია, რომ თუ კონკრეტულ პროგრამაზე რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილია და აბიტურიენტი დადგენილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, აღნიშნულ პროგრამაზე მისი ჩარიცხვა ვერ განხორციელდება. 
 
პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ  მათ მიერ ჩაბარებულ საგნებში მიღებული შედეგები და კონკრეტულ პროგრამაზე ამ საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტები. კოეფიციენტი გავლენას ახდენს საკონკურსო ქულის განსაზღვრაზე.
 
თუ აბიტურიენტს რომელიმე საგანში მაღალი შედეგი აქვს მიღებული, მისთვის უფრო ხელსაყრელი შეიძლება იყოს ისეთი პროგრამის არჩევა, რომლის შემთხვევაში ამ საგანს მაღალი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული.
 
პროგრამის არჩევისას მნიშვნელოვანია კონკურსის შესახებ ინფორმაციის გაცნობაც. სარეგისტრაციო გვერდზე აბიტურიენტებს შეუძლიათ გაეცნონ პროგრამებზე არსებულ კონკურსს. მონაცემები 24 საათში ერთხელ ახლდება.
 
მეორადი ჩარიცხვის პროცესში რეკომენდებულია, აბიტურიენტმა რაც შეიძლება მეტი მისთვის მისაღები პროგრამა გააზრებულად აირჩიოს, რათა გაზარდოს ჩარიცხვის შესაძლებლობა. 
 
არჩეული პროგრამების რაოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი თანმიმდევრობის სწორად განსაზღვრაც. პირველ ადგილზე უნდა მიუთითონ ის პროგრამა, რომელზე ჩარიცხვაც ყველაზე მეტად სურთ, შემდეგ კი სხვა  პროგრამები, პრიორიტეტულობის მიხედვით.
 
ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ გადადონ არჩევანის გაკეთება ბოლო წუთისთვის. პროგრამების არჩევის შემდეგ კი, აუცილებლად გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი სისტემაში შენახულია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება