| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლა, სადაც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა.
21-26 სექტემბერს, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო სპორტის კვირეული გაიმართა.
საქართველო აღნიშნული ინიციატივით შეუერთდა ევროპულ კამპანიას -BeActive, რომლის მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების სპორტში ჩართვა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა.
სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების ათიათასობით მოსწავლე სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთო.
ამ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ნაწილი ქალაქი რუსთავიც იყო, სადაც სხვადასხვა სკოლიდან მოსწავლეები სპორტულ აქტივობებში მონაწილეობდნენ.
სასიხარულოა ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლის წარმატება. სკოლამ ერთ-ერთ სპორტულ აქტივობაში - ჰულაჰუპის ტრიალში - პირველი ადგილი მოიპოვა.
დაჯილდოვდნენ, როგორც გამარჯვებული მოსწავლეები, ისე ღონისძიების მონაწილე სხვა მოსწავლეები.
სპორტული კვირეულის ფარგლებში სკოლებს სპორტული ინვენტარიც გადაეცათ - ბურთები და ჰულაჰუპები.
სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით.
„მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს - საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და ადგილობრივ თვითმმართველობას - ბავშვებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო სპორტული ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ